Thumbnail
  • სან ხოსე 3:4 ლოს ანჯელესი
  • 25 წლის ქართველმა ნახევარმცველმა MLS-ის მიმდინარე სეზონში მესამე გოლი მიითვალა
  • NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია სან ხოსეს მასკოტს დაუმეგობრდა 

საქართველოს ნაკრებისა და სან ხოსეს ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი MLS-ში მორიგი გოლით გამოირჩა. ვაკომ, რომლის თანაგუნდელი სულ მალე გურამ კაშია კვლავ უნდა გახდეს, თავი ლოს ანჯელესთან შეხვედრაში გამოიჩინა. 

სან ხოსემ ჩემპიონატის მე-14 მატჩი საკუთარ მოედანზე 3:4 დათმო, 25 წლის ქართველმა ფეხბურთელმა კი ანგარიში მე-11 წუთზე გახსნა.

საგულისხმოა, რომ მასპინძლები ორჯერ იგებდნენ და ანგარიშში უპირატესობას 90-ე წუთამდე ფლობდნენ, მაგრამ კომპენსირებულ დროში ორი გოლი გაუშვეს და ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხე მარცხი იწვნიეს.

ვაკო ყაზაიშვილისთვის ეს MLS-ის წლევანდელ სეზონში მესამე გოლია. მანამდე ქართველი ფეხბურთელი გოლებით მარტში გამოირჩა. ვაკოს ანგარიშზე ასევე 3 პასია.

NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია თამაშს დაესწრო და სან ხოსეს მასკოტსაც დაუძმაკაცდა

სან ხოსე, რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში 2 მატჩი მოიგო, 3 ფრედ ითამაშა, 9 კი დათმო, დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში 9 ქულით ბოლოსწინა, მე-12 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ვაკოს გუნდი 14 ივნისს შინ ნიუ ინგლანდთან გამართავს.

გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი არნემის ვიტესის ღირსებას ერთად 2011-2017 წლებში იცავდნენ.

გურამ კაშია აშშ-ში უახლოეს დღეებში უნდა ჩავიდეს. 30 წლის მცველი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს.

კომენტარები

ბოლო ამბები