Thumbnail
  • დილა 2:0 კოლხეთი
  • რუსთავი 2:2 სიონი
  • სამტრედია 1:4 ტორპედო

სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ეროვნული ლიგა განახლდა. ყველაზე საინტერესო მატჩი ლანჩხუთში გაიმართა, სადაც სამტრედიამ ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა.

მატჩი 21 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ტორპედოს იერიში მერაბ გიგაურის შორეული და ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა, 0:1.

ამ ეპიზოდიდან 10 წუთზე ცოტა მეტი იყო გასული, როდესაც ტორპედომ კუთხური ჩააწოდა, ლევან კუტალიამ კი თავური დარტყმით ორამდე გაზარდა სხვაობა, 0:2.

ტაიმის მიწურულს სამტრედიამ ერთი ბურთი გაქვითა, თავი ზაურ ხაბეიშვილმა გამოიჩინა.

მეორე ნახევარში ტორპედომ კიდევ ორი გოლი გაიტანა - მარჯვენა ფრთიდან განვითარებული შეტევა ევგენი ბოხაშვილმა ზუსტი დარტყმით დაასრულა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი გრიგოლ დოლიძემ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 1:4.

სამტრედია 1:4 ტორპედო

მე-14 ტურში კიდევ ორი საინტერესო მატჩი გაიმართა: დილამ კოლხეთი დაამარცხა, 2:0, ხოლო რუსთავმა და სიონმა ქულები გაიყვეს, 2:2.

სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე საბურთალოა, რომელსაც 30 ქულა აქვს, მეორე პოზიციაზე დილაა 27 ქულით, მესამე ადგილი კი დინამოს უკავია 26 ქულით

სამტრედია 1:4 ტორპედო

გოლები: 0:1 გიგაური (21), 0:2 კუტალია (34), 1:2 ხაბეიშვილი (42), 1:3 ბოხაშვილი (78), 1:4 დოლიძე (90)

სამტრედია: სტურია, ჩაჩუა, ქარქუზაშვილი, კერძევაძე, ბაჩიაშვილი, მესიაჩენკო (37. ნინუა), ოლხოვი, კირკიტაძე, გი, ოლხოვი (76. ვეილი), ხაბეიშვილი (64. ხაჩიძე)

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ჭიჭინაძე, გურული, ქიმაძე, მამასახლისი (84. წიქარიძე), დოლიძე, გიგაური, სარდალიშვილი (60. კუხიანიძე), კუტალია, კაპანაძე (67. ბოხაშვილი)

რუსთავი 2:2 სიონი

გოლები: 1:0 ციცქიშვილი (9), 1:1 გურეშიძე (44), 2:1 ციცქიშვილი (48), 2:2 უგულავა (76)

რუსთავი: რევიშვილი, გეგეჭკორი, პაპავა, კობახიძე, კირკიტაძე (79. ენდელაძე), ცინცაძე, ფონიავა, კვირკვია (84. ქავთარაძე), ციცქიშვილი, ჩოგაძე (75. სილაგაძე), მაქაცარია

სიონი: მუჯრიშვილი, მინდორაშვილი, თომაშვილი, გურეშიძე, გიორბელიძე, ხმალაძე, ქიქავა, გაფრინდაშვილი (46. მანაგაძე), მიქაბერიძე (46. უგულავა), ლეჟავა, ბერიაშვილი

დილა 2:0 კოლხეთი

გოლები: 1:0 კოვტალიუკი (54), 2:0 კორიფაძე (90)

დილა: ბეგაშვილი, კერელეიშვილი (78. რაზმაძე), კვახაძე, ჩადუნელი, კორიფაძე, ნონდი (88. სამუშია), ნონიკაშვილი, ქავთარაძე, ფორტესი (61. ლემპტი), რიბეირო, კოვტალიუკი

კოლხეთი: პოლტავცევი, პანამარიოვი, გოგონაია, მახარაძე, კილასონია, დანილოვი, ტყემალაძე (63. არზიანი), კაბორე, იმნაძე (85. კვერნაძე), კვასოვი, კაკულია (55. კახელიშვილი)

კომენტარები

ბოლო ამბები