Thumbnail

ზვიად კუპატაძის დუბლი - ქართველმა მეკარემ რუსეთის ჩემპიონატიც მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სიბირიაკი 0:6 იუგრა
  • კუპატაძის გუნდმა სერია 3:1 მოიგო
  • გაზპრომ-იუგრა მეორედ გახდა რუსეთის ჩემპიონი

რუსეთის ფუტსალის ლიგა გაზპრომ-იუგრას ტრიუმფით დასრულდა. ქართველი მეკარის, ზვიად კუპატაძის გუნდმა ფინალში სიბირიაკს სერია 3:1 მოუგო და რუსეთის ჩემპიონობა მეორედ იზეიმა.

გაზპრომ-იუგრა პირველად რუსეთის ჩემპიონი 2014-2015 წლებში გახდა.

იუგრამ ფინალური ეტაპის მეოთხე შეხვედრაში მეტოქეს სტუმრად 6:0 მოუგო და სერიაც გამარჯვებით დაასრულა. კუპატაძემ ამ სეზონში დუბლი შეასრულა და რუსეთის ჩემპიონობასთან ერთად რუსეთის თასის მოგებაც შეძლო.

კომენტარები

ბოლო ამბები