Thumbnail

გიორგი პაპუნაშვილი სარაგოსას ქომაგებს: ''ვწუხვარ, რომ ოცნება ვერ ავასრულეთ''

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გიორგი პაპუნაშვილმა სოციალური ქსელით მიმართვა გაავრცელა
  • სარაგოსას გულშემატკივრების ოცნებისთვის ბრძოლა გრძელდება

გიორგი პაპუნაშვილის სარაგოსამ ლა ლიგის პლეი ოფის ნახევარფინალში ნუმანსიასთან წააგო და ლა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას ვეღარ აგრძელებს. ქართველმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელის საშუალებით სარაგოსას გულშემატკივრებს მიმართა და ბრძოლის გაგრძელებს დაჰპირდა.

გიორგი პაპუნაშვილი: ვწუხვარ, რომ სარაგოსელი მეგობრები ვერ გავახარეთ და ოცნება ვერ ავიხდინეთ, მაგრამ ბედნიერი და ამაყი ვარ თქვენი გულშემატკივრობით. ეს ჩვენ ძალას გვმატებს და იმ წარმატებისკენ გვიბიძგებს, რომელსაც კლუბი იმსახურებს. თავი უნდა ავწიოთ და წინ უნდა ვიაროთ, რათა ეს შევძლოთ. მე თქვენ მიყვარხართ!

ნუმანსია ლა ლიგის პლეი ოფის ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ვალიადოლიდსა და ხიხონის სპორტინგს შორის გამარჯვებული იქნება.

Lo siento mucho amigos zaragozistas, el sueño del ascenso no ha podido ser pero estoy muy orgulloso de todo el apoyo que...

Posted by Giorgi Papunashvili on შაბათი, 09 ივნისი, 2018

კომენტარები

ბოლო ამბები