Thumbnail
  • სარაგოსა 1:2 ნუმანსია
  • სარაგოსას ისევ რანგით მეორე დივიზიონში მოუწევს თამაში

ესპანეთის ლა ლიგა 2-ის პლეი ოფის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში გიორგი პაპუნაშვილის სარაგოსამ ნუმანსიას უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

ორი მატჩის ჯამში (3:2) ფინალში ნუმანსია გავიდა, ხოლო არაგონული კლუბი ისევ ლა ლიგა 2-ში ითამაშებს.

ამ შეხვედრაში ქართველ ნახევარმცველს არ უნდა ეთამაშა, რადგან წინა შეხვედრაში ყვითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიკაცია ეკუთვნოდა. სარაგოსას ხელმძღვანელობამ აპელაცია შეიტანა და საქმე მოიგო, პაპუნაშვილს სტუმრად 1:1 დასრულებულ შეხვედრაში ყვითელი ბარათი გაუუქმეს. 

ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და ორი აშკარა საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა.

მატჩი დამატებით დროში უნდა გადასულიყო, მაგრამ 1:1-ზე, სტუმარმა დიამანკმა 91-ე წუთზე თავით ნუმანსიას მოაგებინა. ფინალში ნუმანსია ვალიადოლიდსა და ხიხონს შორის გამარჯვებულს შეხვდება. პირველი მატჩი ვალიადოლიდმა 3:1 მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები