Thumbnail
  • ლევანდოვსკი არ მალავს, რომ FIFA THE BEST-ზე მესის არჩევანით გაკვირვებულია
  • თავად პოლონელმა ფეხბურთელმა არგენტინელი საუკეთესო სამეულში შეიყვანა 

მიუნხენის ბაიერნის სუპერვარსკვლავი რობერტ ლევანდოვსკი გაკვირვებას ვერ მალავს იმის გამო, რომ ლიონელ მესიმ ფიფას წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელის ჯილდოზე ხმა მას არ მისცა, როდესაც საპირისპიროდ, პოლონელმა ის საუკეთესო სამეულში შეიყვანა.

"მიჭირს ამის გაგება. თავად მესის ხმა მივეცი, რადგან ვაფასებ, რაც მან გააკეთა 2021 წელს და რა თქმა უნდა, მანამდეც. მესიმ "ოქროს ბურთის" დაჯილდოებაზე ხმა მომცა, თუმცა არ ვიცი, რატომ შეიცვალა მისი შეხედულება მოგვიანებით. თუმცა არ ვნანობ, რომ ხმა მას მივეცი და არც პრეტენზიას გამოვთქვამ და მივიღებ ამას. მან თავისი გადაწყვეტილება მიიღო, სულ ეს არის", - განაცხადა პოლონელმა.

FIFA THE BEST-ის გამოკითხვაში ნაკრები გუნდების კაპიტნებს მათთვის საუკეთესო მოთამაშეებისთვის ხმის მიცემის უფლება ჰქონდათ (ტრადიციულად). ლიონელ მესიმ სამეულში თავისი თანაგუნდელები: ნეიმარი და კილიან მბაპე შეიყვანა, ხოლო მესამე ადგილზე მადრიდის რეალის ფორვარდი ქარიმ ბენზემა დაასახელა.

მიუხედავად იმისა, რომ ლევანდოვსკიმ მესი პირველზე არ დააყენა, არგენტინელს ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული ჟორჟინიო ამჯობინა. მან მესი მეორე ადგილზე გაიყვანა, მესამე კი პოლონელის აზრით, კრიშტიანო რონალდო იყო.

არგენტინელმა "ათიანმა" 2021 წლის "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიალზე განაცხადა, რომ 2020 წლის ჯილდო რობერტ ლევანდოვსკის ეკუთვნოდა. როგორც ჩანს, ლიონელ მესის სურდა, რომ "ოქროს ბურთთან" ერთად ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც მიეღო.

კომენტარები

ბოლო ამბები