Thumbnail

kerkida.net, რომელმაც ახლახან ექსკლუზიურად გვამცნო, რომ ფამაგუსტას ანორთოსისი ნიკა კაჭარავას იმატებდა, ახალ, ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს - კვიპროსული კლუბი ბექა მიქელთაძის დამატებას ცდილობს.

20 წლის შემტევი, რომელიც რუსთავისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია, ანორთოსისის ინტერესთა სფეროშია. 

მეტიც, აღნიშნული წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები ორ მხარეს შორის უკვე დაწყებულია და არის იმის ალბათობა, რომ მიქელთაძე ანორთოსისის მეორე ქართველი გახდეს ნიკა კაჭარავას შემდეგ. 

ნიკა კაჭარავა უკვე ანორთოსისელია

transfermarkt ბექა მიქელთაძეს € 450 ათასად აფასებს.

"კლუბი კვლავ აგრძელებს ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელების დამატების ტაქტიკას, რომელთა შეძენა საკმაოდ იაფად შეიძლება, თუმცა მომავალში შესაძლოა, კლუბს დიდი შემოსავალი მოუტანონ", - ვკითხულობთ სტატიაში. 

კომენტარები

ბოლო ამბები