Thumbnail
  • უეფამ უკრაინისა და რუსეთის ნახევარფინალურ მატჩზე განმარტება გააკეთა
  • შექმნილი ვითარების მიუხედავად, მატჩი მაინც გაიმართება

უეფამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მიუხედავად უაღრესად დაძაბული პოლიტიკური ვითარებისა, ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური მატჩი უკრაინისა და რუსეთის ნაკრებ გუნდებს შორის მაინც გაიმართება.

ეს იქნება უკრაინისა და რუსეთის გუნდების პირველი საფეხბურთო დაპირისპირება 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ. როგორც იცით, ყირიმის ანექსიის შემდეგ, უეფას გადაწყვეტილებით, უკრაინული და რუსული გუნდები ერთმანეთს აღარ ხვდებოდნენ.

როგორც უეფას განმარტებაში ვკითხულობთ, “აღნიშნული გადაწყვეტილება გარკვეული მიზეზების გამო შეიძლება არ ეხებოდეს ისეთი ტურნირების პლეი ოფის მატჩებს, როგორიცაა მაგალითად ევროპის ჩემპიონატი ფუტსალში.”

უკრაინის ნაკრებმა მეოთხედფინალში ყაზახეთი 5:3 დაამარცხა

უეფას განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ “მატჩის დროს ორივე გუნდისგან სამართლიან თამაშს და ქცევას ელოდებიან”.

უკრაინისა და რუსეთის ფუტსალის ნაკრები გუნდები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ერთმანეთს პარასკევს, 4 თებერვალს დაუპირისპირდებიან. მატჩი თბილისის დროით 20:00-ზე დაიწყება. როგორც იცით, საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში სწორედ რუსეთის ნაკრებთან დამარცხდა. მეორე ნახევარფინალში პორტუგალია ესპანეთს შეხვდება (23:00).

კომენტარები

ბოლო ამბები