Thumbnail

ჰოლანდიური მედიის ცნობით, არნემის ვიტესის ლეგენდა გურამ კაშია, 8-წლიანი ერთგულების შემდეგ ამერიკულ სან ხოსეში გადადის. შეთანხმება კლუბებს შორის თითქმის მიღწეულია, ამის შემდეგ კი გასავლელია სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგაც ვიტესის კაპიტანი ახალ კლუბთან "მრავალწლიან" კონტრაქტს გააფორმებს.

გურამ კაშიამ 8-წლის განმავლობაში ითამაშა ვიტესში, ბოლო წლებში ის გუნდის კაპიტანი იყო და ყველა დროის რეკორდსმენიც გახდა კლუბში გამართული მატჩების მიხედვით. 

ჰოლანდიის ჩემპიონატში ვიტესის რიგებში ყველაზე მეტი მატჩი გურამ კაშიამ ჩაატარა - 245. 

შეგახსენებთ, რომ სან ხოსეში კიდევ ერთი ქართველი ვაკო ყაზაიშვილი თამაშობს, რომელიც ასევე ექს-ვიტესელია.

ad.nl: "მართალია, კაშიას 2020 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი ვიტესთან, მაგრამ მან სეზონის ბოლოს წასვლის სურვილი გამოხატა". 

კომენტარები

ბოლო ამბები