Thumbnail

ჰარი კეინმა ტოტენჰემთან კონტრაქტი გაახანგრძლივა - ''მთავარი ტიტულების მოგებაა''

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჰარი კეინი ტოტენჰემში რჩება
  • ინგლისელმა ფორვარდმა 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი
  • კეინის სამომავლო გეგმები ტოტენჰემთან ერთად

ინგლისის ნაკრებისა და ტოტენჰემის შემტევმა, ჰარი კეინმა ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი 6-წლით გაახანგრძლივა. კეინმა წინა კონტრაქტი 2016 წელს გააფორმა და კლუბში 2022 წლამდე უნდა დარჩენილიყო. ახალი კონტრაქტის თანახმად, კეინი ტოტენჰემში 2024 წლამდე ითამაშებს.

ჰარი კეინი: აღფრთოვანებული ვარ, ვამაყობ ამ დღით. ცხადია, რომ ეს სეზონები კარგი იყო, მაგრამ ველოდები მომავალს და უპირველეს ყოვლისა, ველოდები ახალ სტადიონს, რომელიც კლუბს პროგრესში უნდა დაეხმაროს.

ძალიან კარგია, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე გვიწევს თამაში. ყოველ სეზონში ვცდილობ, რომ მეტი გოლი გავიტანო და მეტი საგოლე გადაცემა გავაკეთო. მთავარი ტიტულების მოგებაა, როდესაც ვიღვიძებ, სწორედ ამაზე ვფიქრობ.

ჰარი კეინი ინგლისის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს. ინგლისელებს ტოტენჰემის ფორვარდის დიდი იმედი აქვთ. მათი მეტოქეები ჯგუფში ბელგია, პანამა და ტუნისი იქნებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები