Thumbnail

ფუტსალი I ფინალურ სერიაში კოლხი დაწინაურდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • კოლხი 3:0 ტატიშვილი (სერიაში 1:0)
  • ფინალური სერიის მეორე მატჩი 10 ივნისს გაიმართება 

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ლიგის ფინალური სერია დაიწყო, რომელიც ორ მოგებამდე გაგრძელდება.

საქართველოს ახალი ჩემპიონი ეყოლება: ფინალში კოლხი და ტატიშვილი უპირისპირდებიან ერთმანეთს.

პირველი მატჩი მოლოდინისამებრს დაძაბული და ძალიან საინტერესო გამოდგა. კოლხიმ 3:0 დაამარცხა მეტოქე.

ანგარიში მე-16 წუთზე გაიხსნა, როდესაც ომიდ ნაბათალიზადეს და ბაბაქ ალავერიქჰანის შესანიშნავი კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა.

კოლხი 3:0 ტატიშვილი

დარჩენილი ორი გოლი მეორე ტაიმში გავიდა. 35-ე წუთზე დავით დარჩიამ სხვაობა ორამდე გაზარდა, 39-ე წუთზე კი რაჰმან სარანმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0 კოლხის სასარგებლოდ. 

ფინალურ სერიაში კოლხი დაწინაურდა, მატჩის შემდეგ კი sbm.ge-სთან ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს…

ბექა ონიანი (ტატიშვილი):  

"მინდა მივულოცო მოწინააღმდეგე  გუნდს გამარჯვება. გვქონდა უამრავი მომენტი, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. შემთხვევითი გოლი გავუშვით, რამაც თამაშს დაძაბულობა შემატა. მარცხის მიზეზი მომენტების გამოუყენებლობა და უიღბლობაა“

გიორგი ნადირაძე (კოლხი): 

"მადლობა საკუთარ გუნდს და მოწინააღდეგეს ძალიან  მაგარი თამაშისთვის. ჩვენ დებიუტანტები ვართ, პროგრამა  მინიმუმი შევასრულეთ და ფინალში გავედით, დასაკარგი კი არაფერი გვქონდა. ყოველგვარი  ღელვის  გარეშე  ვითამაშეთ და  მივაღწიეთ შედეგს, რაც ძალიან მახარებს. ვთვლი რომ დამსახურებულად გავიმარჯვეთ და დავწინაურდით სერიაში“

კოლხი ფინალურ სერიაში დაწინაურდა

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში თელასი და აგორა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დავით გეგეშიძის და არჩილ ბოკერიას გოლებით თელასმა 2:1 დაამარცხა მეტოქე. აგორას რიგებში თავი გიორგი ჩიმაკაძემ გამოიჩინა. 

ისევე როგორც ფინალი, მესამე ადგილისთვის ბრძოლაც ორ მოგებამდე გრძელდება.

კომენტარები

ბოლო ამბები