Thumbnail
  • პაოკ-ის ნახევარმცველი სეზონის ბოლომდე იჯარით ლამიაში ითამაშებს
  • 22 წლის ფეხბურთელი ლამიაში ბაჩანა არაბულის თანაგუნდელი გახდა

ნიკა ნინუა კარიერას ლამიაში გააგრძელებს. ინფორმაცია ბერძნული კლუბის პრესსამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა. 22 წლის ნახევარმცველი, რომელიც პაოკ-ს ეკუთვნის, ბაჩანა არაბულს გუნდში სეზონის ბოლომდე იჯარით გამოვა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა ნინუა პაოკ-ში დინამო თბილისიდან გადავიდა, მაგრამ ბერძნულ კლუბში დამკვიდრება ვერ მოახერხა. ნიკამ 2021/22 წლების სეზონის პირველი ნახევარი იჯარით თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ ანორთოსისში გაატარა, მაგრამ კვიპროსშიც სულ სამ მატჩში ითამაშა და ზამთარში ისევ სალონიკში დაბრუნდა.

ნიკა ლამიაში ბაჩანა არაბულთან ერთად ითამაშებს 

იმედია, ნიკა ნინუას, რომელსაც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში 12 მატჩი აქვს ჩატარებული, ლამიაში სათამაშო პრაქტიკა მეტად ექნება. გუნდი საბერძნეთის სუპერლიგაში გასული 18 ტურის შემდეგ, 15 ქულით ცხრილში მე-11 ადგილს იკავებს და ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლებს. 

ბაჩანა არაბულისა და ნიკა ნინუას გუნდს უახლოესი მატჩი ჩემპიონატში 29 იანვარს, შინ ოფი-სთან აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები