Thumbnail

'ზეწოლა გაძლიერებს' - არველაძის და ილიჯალის პირველი პრესკონფერენცია ჰალში

ტონიო კრიოგერი პროფილის ფოტო
ტონიო კრიოგერი

შოთა არველაძემ ჰალ სიტიში დანიშვნის შემდეგ პირველი პრესკონფერენცია კლუბის მფლობელ აჯუნ ილიჯალისთან, ვიცე-პრეზიდენტ ტან კესლერთან და დროებით აღმასრულებელ დირექტორთან, ჯიმ როდუელთან ერთად მოაწყო.

აჯუნ ილიჯალი (ჰალ სიტის ახალი მფლობელი): "მე წარმატებისთვის ვცხოვრობ. ახლა ჩემი, როგორც კლუბის მფლობელის მოგზაურობა იწყება, წარმატების მიღწევას ფეხბურთში ვეცდები. ჩემი ხედვაა, რომ კარგი და წარმატებული გუნდი გვყავდეს. აქ ისეთი მიზნების მისაღწევად მოვედი, რაც ყველას გაახარებს."

შოთა არველაძე (ჰალ სიტის ახალი მთავარი მწვრთნელი): "ინგლისის საფეხბურთო სექტორში მუშაობაზე ყველა ოცნებობს. კლუბის პრეზიდენტს ამ შანსის მოცემისთვის ძალიან ვემადლიერები. ამ პროექტში მონაწილეობა განსაკუთრებული გრნობაა. საკუთარი შესაძლებლობების ჩვენებას მოუთმენლად ველოდები."

აჯუნ ილიჯალი და შოთა არველაძე

აჯუნ ილიჯალი: „მიმაჩნია, რომ ფეხბურთმა ადამიანები უნდა გაართოს. შოთა ერთ-ერთი ყველაზე მამაცი მწვრთნელია, ვინც კი მინახავს. მჯერა, ფანების უმრალესობას ფეხბურთის მისი სტილი მოეწონება."

შოთა არველაძე: "ზეწოლა გაძლიერებს, მე ასე მგონია. ვიცი, რამდენად რთული ლიგაა ჩემპიონშიპი, წინ დიდი პროცესი გველოდება. გუნდში ძალიან მაგარი ფეხბურთელები გვყავს."

მანამდე, საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა ფეისბუქზე გაავრცელა პოსტი, რომელშიც ქართველ გულშემატკირებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა: "ბედნიერი ვარ ამ მომენტით და განსაკუთრებული მადლობა მინდა ქართველ გულშემატკივარს ვუთხრა, რომელმაც დიდი სითბო და მხარდაჭერა გამოხატა ჩემს მიმართ. ჰალ სიტის სოციალური მედიის გვერდებზე თავი ისე ვიგრძენი, როგორც საკუთარ სახლში - მადლობა ამდენი ქართული კომენტარისთვის."

ბედნიერი ვარ ამ მომენტით და განსაკუთრებული მადლობა მინდა ქართველ გულშემატკივარს ვუთხრა, რომელმაც დიდი სითბო და...

Posted by Shota Arveladze on Friday, January 28, 2022

კომენტარები

ბოლო ამბები