Thumbnail

1 გამოაკლდა და 3 დაემატა - ცვლილებები ბორჯღალოსნების შემადგენლობაში

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ორი მატჩისთვის ემზადება
  • ბორჯღალოსნების შემადგენლობაში ცვლილებები მოხდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის 2022 წლის გათამაშებაში ერთვება. "ბორჯღალოსნები" 6 თებერვალს პორტუგალიას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ეთამაშებიან (მატჩი 15 საათზე დაიწყება), 12 თებერვალს კი ამსტერდამში ნიდერლანდებს დაუპირისპირდებიან.

აღნიშნული მატჩების წინ 32-კაციან შემადგენლობაში ცვლილებები მოხდა. "ბორჯღალოსნების" რიგებს გიორგი ჭყოიძე გამოაკლდა, რომლის ნაცვლად ორიაკიდან ლუკა ნიორაძე გამოიძახეს, რომელიც კარგ ფორმაშია და საფრანგეთში შესანიშნავ სეზონს ატარებს.

გარდა ამისა, საქართველოს ნაკრებს შავი ლომიდან ხაზის მოთამაშეები შეუერთდნენ - ოთარ ლაშხი და სანდრო სვანიძე. "ბორჯღალოსნების" შეკრებაზე სხვადასხვა დროს სამივე მორაგბე ნამყოფია, მაგრამ დებიუტი აქამდე მხოლოდ სვანიძეს ჰქონდა (2020 წელს შემოდგომის ერთა თასზე, ინგლისთან).

2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი (წინა წლის ჩემპიონატთან ერთად) მსოფლიო თასი 2023-ის შესარჩევი ეტაპიცაა. პირველი წრის შემდეგ, "ბორჯღალოსნები" 23 ქულით პირველ ადგილზე არიან, მათი პირველი მეტოქე პორტუგალია კი, 14 ქულით მესამე ადგილზეა და რუმინეთს მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება.

პორტუგალიისთვის სვანიძე, ნიორაძე და ლაშხი დაგვემატნენ 💥 cutt.ly/4OooWXy საქართველო v პორტუგალია | რაგბი ევროპა ბილეთები 🎟 tkt.ge/rugby 6 თებერვალს გელოდებით მესხზე

Posted by Georgian Rugby on პარასკევი, 28 იანვარი, 2022

შემადგენლობა პორტუგალიის და ნიდერლანდების წინააღდეგ

ბურჯები: გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 25 კეპი, 10 ქულა), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 67 კეპი, 10 ქულა), ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 1 კეპი), ბექა გიგაშვილი (ტულონი, 25 კეპი, 10 ქულა), ლუკა ჯაფარიძე (ბრივი, 3 კეპი), ლუკა აზარიაშვილი (ბიარიცი, უკეპო).

კვაჭები: შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 85 კეპი, 55 ქულა), ვანო კარკაძე (ბრივი, 5 კეპი, 5 ქულა), ლუკა ნიორაძე (ორიაკი, უკეპო).

მეორე ხაზი: ლაშა ჯაიანი (შავი ლომი, 12 კეპი), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 33 კეპი), გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 7 კეპი, 5 ქულა), კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 70 კეპი, 10 ქულა).

მესამე ხაზი: გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 23 კეპი, 15 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 12 კეპი, 10 ქულა), ოთარ გიორგაძე (ბრივი, 29 კეპი, 25 ქულა), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, უკეპო), სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი, უკეპო).

ღერძი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 61 კეპი, 55 ქულა), გელა აფრასიძე (მონპელიე, 35 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია (ორიაკი, 6 კეპი), თედო აბჟანდაძე (ბრივი, 28 კეპი, 188 ქულა), გიორგი ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 4 კეპი, 9 ქულა).

ცენტრები, ფრთები და 15: მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 80 კეპი, 60 ქულა), აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 15 კეპი, 60 ქულა), დემე თაფლაძე (შავი ლომი, 12 კეპი, 5 ქულა), ლაშა ლომიძე (შავი ლომი, 1 კეპი), მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 16 კეპი, 35 ქულა), თორნიკე კახოიძე (ლელო, უკეპო), დავით მესხი (ენისეი, უკეპო), ოთარ ლაშხი (შავი ლომი, უკეპო), სანდრო სვანიძე (შავი ლომი, 1 კეპი), ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 88 კეპი, 53 ქულა), დავით ნინიაშვილი (ლიონი, 9 კეპი, 23 ქულა).

კომენტარები

ბოლო ამბები