Thumbnail

'დაკარგული უნდა ავინაზღაურო' - ზურიკო დავითაშვილი ჯგუფში ვარჯიშს დაუბრუნდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ტულის არსენალის ნახევარმცველი სეზონის განახლებისთვის შეკრებაზე ემზადება
  • 20 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც ტრავმა ჰქონდა, თავის მდგომარეობაზე ისაუბრა

საქართველოს ნაკრებისა და ტულის არსენალის ნახეარმცველი ზურიკო დავითაშვილი, რომელმაც გასული წლის მიწურულს კოჭის ტრავმა მიიღო და აქამდე სრულფასოვნად ვერ ვარჯიშობდა, წვრთნის პროცესს საერთო ჯგუფში დაუბრუნდა და ახლო მომავალში სრულადაც დაიტვირთება.

ტულის არსენალი სეზონის განახლებისთვის თურქულ შეკრებაზე ემზადება. 20 წლის ქართგველმა ნახევარმცველმა თავის მდგომარეობაზე კლუბის პრესსამსახურთან ისაუბრა.

"ძალიან გახარებული ვარ, რომ საერთო ჯგუფს დავუბრუნდი. ჯერ კიდევ გარკვეული შეზღუდვებით ვვარჯიშობ, მაგრამ უკვე ახლოს ვარ იმასთან, რომ წვრთნის პროცესში სრულფასოვნად ჩავერთო.

პირველ შეკრებაზე მაინც და მაინც არ ვიტვირთებოდი, ახლა კი საჭიროა დაკარგული ავინაზღაურო, რათა გაზაფხულს სრულ მზადყოფნაში შევხვდე. 

გუნდში ბრწყინვალე ატმოსფეროა, ყველა მაქსიმალურად შრომობს. ეს სეზონის მეორე ნაწილში კარგი შედეგის ჩვენებაში დაგვეხმარება", - ამბობს ზურიკო.

ზურიკო დავითაშვილმა ჯგუფთან ერთად ვარჯიში განაახლა

ზურიკო დავითაშვილმა ტრავმა 11 დეკემბერს, რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურში, სტუმაად მოსკოვის ცსკა-სთან გამართულ შეხვედრაში (0:2) მიიღო. არსენალის ქართველი ნახევარმცველი პირველი ტაიმის მიწურულს დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო..

რუსეთის პრემიერლიგაში გასული 18 ტურის შემდეგ, ტულის არსენალს 19 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციაზას იკავებს. გუნდი ჩემპიონატს 26 თებერვალს, სოჩისთან შეხვედრით დაუბრუნდება. რაც შეეხება დავითაშვილს, ქართველმა ნახევარმცველმა ამ სეზონში ყველა საკლუბო ტურნირის (ჩემპიონატსა და თასზე) 18 მატჩში ითამაშა, გაიტანა 4 გოლი და მიითვალა 1 საგოლე პასი. 

კომენტარები

ბოლო ამბები