Thumbnail

ფუტსალი | ლიგა 2 ზამთრის პაუზის შემდეგ განახლდა და ლიდერი შეიცვალა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ფუტსალის ლიგა 2 | მე-10 ტურის შემდეგ ქუთაისი გალიდერდა
  • ტური შედეგიანი გამოდგა და 3 შეხვედრაში 29 გოლი გავიდა

ფუტსალის ლიგა 2-ის 2021/22 წლების სეზონი ზამთრის პაუზის შემდეგ X ტურის მატჩებით განახლდა და ლიდერიც შეიცვალა. ქუთაისმა 3 ქულა მოიპოვა და ილიაუნი 2-ს გადაასწრო, რომელმაც თავისი შეხვედრა ვერ მოიგო.

ტური სწორედ ილიაუნი 2-მა გახსნა, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტს დაუპირისპირდა და დაძაბული თამაში 4:4 დასრულდა. "სტუდენტური დერბი" გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თავიდან UG დაწინაურდა, მე-2 ტაიმში კი ილიაუნი 2 წინ სამჯერ გავიდა (2:1, 3:2, 4:3), მაგრამ უპირატესობა ვერცერთხელ შეინარჩუნა და ქულები დაკარგა, რაც როგორც ვთქვით, ლიდერობის დაკარგვის ფასადაც დაუჯდა.

ევროპის უნივერსიტეტმა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ძალიან ადვილად დაამარცხა - 11:1. ანგარიში თავისთავად მეტყველებს მოედანზე განვითარებულ მოვლენებზე და EU უდიდეს უპირატესობას ფლობდა, შესაბამისად, 3 ქულა იოლად მოიპოვა.

ტურის ბოლო მატჩში ქუთაისმა გორს მძიმე ბრძოლაში 5:4 აჯობა. იმერლებმა უპირატესობა პირველივე ტაიმში მოიპოვეს, რაც მატჩის ბოლომდე ხელიდან აღარ გაუშვიათ, მიუხედავად იმისა, რომ მე-2 ნახევარში გორი ბოლომდე იბრძოდა. ამგვარად, ქუთაისმა 19 ქულა დააგროვა და გალიდერდა, ილიაუნი 2 კი მეორე საფეხურზეა და ლიდერს ქულით ჩამორჩება.

23.01.22. ფუტსალის ლიგა 2. X ტური

ილიაუნი2 4-4 UG

გოლები: 0:1 ბოხაშვილი (20), 1:1 გაბისკირია (20), 2:1 გაბისკირია (23), 2:2 ლომიძე (34), 3:2 გ.კურტანიძე (35), 3:3 ჯანგავაძე (37), 4:3 გაბისკირია (40), 4:4 ქებაძე (40).

აწსუ 1-11 EU

გოლები: 0:1 გოგოხია (3), 1:1 მარდალეიშვილი (9), 1:2 კუპრეიშვილი (12), 1:3 გოგოხია (16), 1:4 გაბეხაძე (20), 1:5 ქურხული (22), 1:6 ქურხული (26), 1:7 დორეული (30), 1:8 ჯანელიძე (31), 1:9 ჯანელიძე (32), 1:10 ქურხული (38), 1:11 სვანიძე (39).

ქუთაისი 5-4 გორი

გოლები: 1:0 ი.გვეტაძე (5), 2:0 ბალანჩივაძე (10), 2:1 კალხიტაშვილი (13), 3:1 ბალანჩივაძე (20), 3:2 ოქროპირიძე (31), 4:2 ი.გვეტაძე (33), 5:2 ტყეშელაშვილი (35), 5:3 ოქროპირიძე (37), 5:4 ადუაშვილი (39).

ფუტსალის ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილი X ტურის შემდეგ

X ტურის სიმბოლური ნაკრები

X ტურის საუკეთესო მოთამაშე

 

კომენტარები

ბოლო ამბები