Thumbnail

სტენლის თასი ვაშინგტონს, ალექსანდრ ოვეჩკინის ტრიუმფი

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ლას ვეგასი 3:4 ვაშინგტონი
  • ფინალური სერია: ვაშინგტონი-ლას ვეგასი - 4:1
  • პლეი ოფის MVP - ალექსანდრ ოვეჩკინი (ვაშინგტონი)

NHL-ის სეზონი დასრულებულია - "სტენლის თასის" მფლობელი ვაშინგტონ კეპიტალსი გახდა, ხოლო პლეი ოფის უძვირფასესი მოთამაშე (MVP) მისი რუსი სუპერვარსკვლავი ალექსანდრ ოვეჩკინია.

ფინალური სერიის მეხუთე თამაშში, რომელიც პარადაისში გაიმართა, ლიგის დებიუტანტმა ლას ვეგასმა ვაშინგტონს უმასპინძლა და 3:4 დამარცხდა. ასე დამაჯერებლად მოიგო ბარი ტროტცის გუნდმა ფინალური სერია - 4:1. არადა, სერიის პირველ მატჩში მომავალი ჩემპიონი დამარცხდა.

თუ ლას ვეგასისთვის ეს სეზონი პირველი იყო NHL-ში, ვაშინგტონი ლიგაში 43-ე სეზონს ატარებდა და დედაქალაქის გუნდი პირველად დაეუფლა პრესტიჟულ ტიტულს. 

გადამწყვეტი მატჩის მეორე პერიოდში ვაშინგტონი იაკუბ ვრანასა და ოვეჩკინის გოლების წყალობით ორჯერ გავიდა წინ, მაგრამ მასპინძლებმა ორჯერვე მოახერხეს გათანაბრება. თავი ნეიტ შმიდტმა და დევიდ პერონმა გამოიჩინეს. პერიოდის ბოლოს კი რაილი სმითმა ლას ვეგასი დააწინაურა.

სტუმართა ფორვარდმა დევანტე სმით-პელიმ ბოლო პერიოდის შუაში ანგარიში გაათანაბრა, ხოლო სამ წუთში ლარს ელერმა ვაშინგტონს გამარჯვება და "სტენლის თასი" მოუტანა. 

32 წლის ალექსანდრ ოვეჩკინმა პლეი ოფში 27 ქულა დააგროვა (15 შაიბა, 12 ასისტი). ოვეჩკინი მეორე რუსია ისტორიაში, ვინც პრესტიჟული "კონ სმაიტ ტროფი" მოიგო.

ალექსანდრ ოვეჩკინი პლეი ოფის საუკეთესო ჰოკეისტია

ალექსანდრ ოვეჩკინი: "სეზონის დასაწყისში ვთქვი, რომ ჩვენ სერიოზულად ვიყავით განწყობილნი, რომ ამ სეზონს ნამდვილად არ ჩავაგდებდით. ახლა "სტენლის თასი" ჩვენია, ეს ერთადერთია, რასაც მნიშვნელობა აქვს". 

We Are The Champions ვაშინგტონ კეპიტალსის შესრულებით

კომენტარები

ბოლო ამბები