Thumbnail

RocK iT ფესტივალი გახსოვთ? წელს იგი მესამედ ჩატარდება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არსებული სარეკრეაციო ზონა წლებია ერთ-ერთი საუკეთესო სივრცეა ოჯახური დასვენების, განტვირთვის და სპორტული აქტივობებისთვის. მას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველში კლდეზე ცოცვის ისტორიაში. გასული საუკუნის 40-იანი წლებიდან დღემდე გრძელდება საცოცი პარკის მოწყობა, რომელიც ერთადერთი ბუნებრივი საცოცი რეგიონია თბილისში.

საცოცი პარკის სრულყოფისთვის წლების მანძილზე კლდე სპეციალურად მუშავდება ამ სივრცეში მოვარჯიშე ადამიანების მიერ, რომლებიც საკუთარი ინიციატივით ქმნიან ახალ მარშრუტებს და ზრუნავენ მიმდებარე ტერიტორიის აქტიურ ფუნქციონირებაზე. კლდეზე ცოცვა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტია მსოფლიოში და საქართველოშიც თანდათან იზრდება ინტერესი მის მიმართ.

RocK iT შარშან მეორედ ჩატარდა და თავი ყველას სასიამოვნო გარემოთი დაამახსოვრა

ფესტივალის მიზანია რაც შეიძლება მეტი ადამიანის დაინტერესება კლდეზე ცოცვით, სპორტის ამ სახეობის განვითარების ხელშეწყობა, ‘აუთდორ’  აქტივობებისა და ბოტანიკურ ბაღში არსებული საცოცი პარკის, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სპორტულ-სარეკრეაციო სივრცის პოპულარიზაცია.

წლევანდელი ფესტივალი კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს ამ სივრცის მრავალფუნქციურობას და მნიშვნელობას საზოგადოებისთვის. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების ჩამონათვალი:

  • დაინტერესებულებს შეეძლებათ გამოსცადონ საკუთარი შესაძლებლობები კლდეზე ცოცვაში, გამოცდილი მეკლდეურების დახმარებით. 
  • შეჯიბრი კლდეზე ცოცვაში. 
  • სლექლაინი
  • როგორ გავაკეთოთ კვანძები (უსაფრთხოების თოკის ჩასაბმელად)
  • აკროიოგა
  • Tsibakha Game Club
  • გამოფენა - მაჩვენებელი, როგორც ნამუშევარი. ლოკაციამდე მისასვლელ ბილიკზე განთავსებული გზის მაჩვენებლები იქნება  არტისტების ნამუშევრები

Rock iT ფესტივალი 2017

Rock iT ფესტივალი 2017

Rock iT ფესტივალი 2017

Rock iT ფესტივალი 2017

 

კომენტარები

ბოლო ამბები