Thumbnail

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ეროვნული გუნდიდან ჯაბა კანკავას წასვლას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

ფრანგმა სპეციალისტმა კაპიტანს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ის ყველა თანაგუნდელისთვის და ახალგაზრდა თაობებისთვის მაგალითის მიმცემი იყო:

"მადლობა კაპიტანო იმისთვის, რასაც მიაღწიე საქართველოს ნაკრებსა და შენს კარიერაში. მადლობა, რომ სამაგალითო იყავი შენი ყველა თანაგუნდელისთვის და ასევე ახალი თაობებისთვის. დიდი პატივი იყო შენი მწვრთნელობა. მადლობა კაპიტანო, მადლობა ლეგენდა", - წერს სანიოლი სოციალურ ქსელში.

ჯაბას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშიაც, რომელიც უდიდესი ალბათობით, ეროვნული გუნდის ახალი კაპიტანი გახდება.

"ჯაბს, ყველაზე მეტჯერ საქართველოს ნაკრებში სწორედ შენ გვერდით ვითამაშე, მეტოქის და ანგარიშის მიუხედავად, მოედანზე ყოველთვის გამორჩეული იყავი, ბოლომდე მებრძოლი და ეს დამოკიდებულება დიდ იმედს მაძლევდა. მადლობა თითოეული სანაკრებო მატჩისთვის!" - დაპოსტა კაშიამ.

კანკავას საქართველოს ნაკრების მოქმედი თუ ყოფილი ფეხბურთელებიც დაემშვიდობნენ დსა მადლობა გადაუხადეს:

გურამ გიორბელიძე: "მადლობა ჯაბა ყველაფრისთვის! საუკეთესო ადამიანი და ფეხბურთელი ხარ. ბევრი ვისწავლე შენგან და დღემდე ვსწავლობ. მადლობა კაპიტანო!"
გიორგი ლორია: "მადლობა ჯაბა".
ოთარ კაკაბაძე: "17 წელი ეროვნულ ნაკრებში. მადლობა კაპიტანო".
საბა ლობჟანიძე: "მადლობა ჯაბა".
ნიკა კვეკვესკირი: "მადლობა ყველაფრისთვის ჯაბა".
გიორგი ჩაკვეტაძე: "მადლობა".
ზურიკო დავითაშვილი: "მადლობა".
ხვიჩა კვარაცხელია: "მადლობა".
გიორგი მერებაშვილი: "მადლობა".
გიორგი აბურჯანია: "მადლობა ჯაბა".
ლუკა ლოჩოშვილი: "მადლობა ჯაბა".
ჯიმი ტაბიძე: "მადლობა".
ლევან მჭედლიძე: "კაპიტანო!"
არჩილ არველაძე: "ჯაბა, მადლობა ყველაფრისთვის და ნაკრებში ჩატარებული ყველა მატჩისთვის".
ჯანო ანანიძე: "მადლობა კაპიტანო".
ამირან სანაია: "მადლობა კაპიტანო, სამაგალითო ხარ".
გიორგი წიტაიშვილი: "მადლობა ლეგენდავ".
ელგუჯა ლობჯანიძე: "მადლობა კაპიტანო".
ნიკა კაჭარავა: "მადლობა კაპიტანო".
ლევან შენგელია: "მადლობა ჯაბა".
ბუდუ ზივზივაძე: "მადლობა ჯაბა".

ჯაბა კანკავას დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2004 წელს, ალბანეთთან მატჩში ჰქონდა, მას შემდეგ ეროვნული გუნდის მაისურით მან 100 თამაში ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. ლევან კობიაშვილთან ერთად კანკავა არის ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ გუნდში ყველაზე მეტი მატჩი აქვს გამართული. კანკავას სანაკრებო კარიერა 17 წელს გაგრძელდა - 6 240 დღე. ეს ნაკრების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია, ჯაბამ ერთი წლით გადაუსწრო მანამდე რეკორდსმენ ზურაბ ხიზანიშვილს. ჯაბამ ნაკრები კაპიტნის სამკლავურით 62-ჯერ გაიყვანა, რაც ასევე საქართველოს ნაკრების რეკორდია. (ყველა მნიშვნელოვანი ფაქტი ჯაბა კანკავას სანაკრებო კარიერაზე ნახეთ აქ)

ჯაბას სანაკრებო კარიერა 17 წელი გრძელდებოდა

კანკავამ საკლუბო კარიერა დინამო თბილისში დაიწყო, შემდეგ კი ვლადიკავკაზის ალანიაში, კიევის არსენალში, დნიპროში, კრივბასში, რეიმსში, ტობოლსა და ვალანსიენში თამაშობდა, ხოლო გასული წლის ზაფხულიდან ბრატისლავის სლოვანის ღირსებას იცავს.

კომენტარები

ბოლო ამბები