- კოლეჯთა ლიგის ელიტური გუნდების მატჩში კრეიტონმა 17 ქულით წააგო
- რატი ანდრონიკაშვილმა სამი სამქულიანი ააცილა
NCAA-ის I დივიზიონში ქართველმა ლეგიონერებმა მორიგი მატჩები გამართეს. ყურადღების ცენტრში იყო "ბიგ ისტის" კონფერენციის მატჩი ბატლერსა და რატი ანდრონიკაშვილის კრეიტონს შორის. მოულოდნელად, კრეიტონმა მეტოქეს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 55:72 დამარცხდა.
ცუდი მატჩი ჰქონდა თავად ქართველ გამთამაშებელსაც, მიუხედავად იმისა, რომ 12 წუთი მიეცა სათამაშოდ. რატიმ სამჯერ ისროლა 3-ქულიანი და ყველა ააცილა, ის ერთხელ დაჯარიმდა. სავარაუდოდ, ეს ქართველი კალათბურთელის ყველაზე ცუდი მატჩი იყო სეზონში.
კრეიტონს 12-6 ბალანსი აქვს და კონფერენციაში მე-6 პოზიციაზეა. 29 იანვარს რატი ანდრონიკაშვილის გუნდი ქსავიერს ხვდება.
მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო საბა გიგიბერიას ჯორჯიის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა. ჯორჯია ტექ-მა შინ ფლორიდა სტეიტს 75:61 მოუგო. სამწუხაროდ, ატლანტელები ფონს 7 კალათბურთელით გავიდნენ და მათ შორის ქართველი ცენტრი არ ყოფილა. ჯორჯია ტექ-ი 8-11 ბალანსით "ატლანტიკ კოსტში" მე-13 ადგილზეა. 29 იანვარს საბას გუნდი მაიამის ხვდება.
კომენტარები