Thumbnail

იტალიას ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა სურს - ისტორიაში მესამედ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იტალია უეფაში ევროპის ჩემპიონატის მიღებაზე განაცხადს მარტში წარადგენს  
  • იტალიელებს კონტინენტის პირველობის მასპინძლობა 2028 ან 2032 წელს სურთ

იტალიას ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა ისტორიაში მესამედ სურს. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ განაცხადა, რომ იტალია შეეცდება, ევრო 2028-ის ან ევრო 2032-ის მასპინძლების უფლება მოიპოვოს. 

"ევრო 2028-თან დაკავშირებით განაცხადის გაკეთების ვადა მარტში იწურება და ჩვენს კანდიდატურას უეფას აღმასრულებელ კომიტეტს 20 მარტს წარვუდგენთ. ევრო 2028-სთან ერთად, 2032 წლის მასპინძლობის ვარიანტსაც განვიხილავთ და ერთ-ერთს შევარჩევთ. ამას სერიზოულად უნდა მოვეკიდოთ, რადგან ძალიან გვინდა, განვაახლოთ ინფრასტრუქტურა, მაგალითად, ფლორენციაში, კალიარიში, ბოლონიასა და ბარიში", - აქვეყნებს გრავინას სიტყვებს იტალიური მედია.

იტალიის ნაკრებმა გასულ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატი მოიგო

იტალიაში სტადიონების პრობლემა დიდი ხანია დგას. არენების უმეტესობას, რომლებზეც დღეს სერია A-ს მატჩები იმართება, კაპიტალური რემონტი 1990 წლისთვის ჩაუტარდა - როდესაც ქვეყანა მუნდიალის მიღებისთვის ემზადებოდა. 

აღსანიშნავია, რომ იტალიას ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატისთვის ორჯერ უკვე უმასპინძლია - 1968 და 1980 წლებში. პირველ შემთხვევაში იტალიელებმა ტურნირი მოიგეს კიდეც, მეორედ კი მე-4 ადგილს დასჯერდნენ. შეგახსენებთ, რომ ბოლო ევროზე, რომლის ფინალს გასულ ზაფხულს ლონდონმა უმასპინძლა, “სკუადრა აძურამ” გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლო ამბები