Thumbnail

'უკეთესი გუნდი ვიყავით' - ბოსნიელთა კომენტარები საქართველოსთან მატჩზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურში ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრებს 2:1 მოუგო, რის შედეგადაც 6 ქულა დააგროვა, ჯგუფში გალიდერდა და მეოთხედფინალში გავიდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი მეტოქის მთავარმა მწვრთნელმა ივო კრეზომ და ფეხბურთელმა დავორ არნაუტოვიჩმა გააკეთეს:

ივო კრეზო (ბოსნია-ჰერცეგოვინას მთავარი მწვრთნელი): "საქართველოს და ასევე ჩემი ფეხბურთელები უნდა შევაქო იმ ძალისხმევისთვის, რაც გაიღეს. მას შემდეგ, რაც დავწინაურდით, რამდენიმე შანსი გვქონდა იმისთვის, რომ ჩვენს ისტორიაში ყველაზე დიდი შედეგი გვეჩვენებინა. როდესაც საქართველომ ანგარიში გაათანაბრა, ძალიან სერიოზული შეცდომა დავუშვით და ამის ხარჯზე მათ ახალი ენერგია მიიღეს, უკეთ ათამაშდნენ. სამწუხაროდ, ჩვენი საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ".

დავორ არნაუტოვიჩი (ბოსნა-ჰერცეგოვინას ფეხბურთელი): "პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, ყველაფერი გავაკეთეთ, რაზეც გასახდელში ვისაუბრეთ, მაგრამ ვწუხვართ, რადგან ქულები ვერ მოვიპოვეთ. საქართველოს პირველ გოლამდე უკეთესი გუნდი ვიყავით. ვცდილობდით 5-4-ზე გვეთამაშა, რომ მეტი შანსი შეგვექმნა და გაგვეთანაბრებინა, მაგრამ არ გამოგვივიდა. ახლა აზერბაიჯანის დამარცხება უნდა ვცადოთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი პირველი გამარჯვება მოიპოვოთ".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 2 ტურში 6 ქულა აქვს და D ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს, ამგვარად, 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა. ავთანდილ ასათიანის გუნდი ბოლო ტურის მატჩს 29 იანვარს, ესპანეთთან ჩაატარებს, რომელთანაც ფრეც დააკმაყოფილებს, რომ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავოს, ხოლო მარცხის შემთხვევაში მეოთხედფინალში მე-2 ადგილით გავა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები პირველი ნაკრებია 2010 წლის შემდეგ, რომელმაც სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე საწყისი 2 თამაში მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები