Thumbnail

StarSports.gr-ის ინფორმაციით, ნიკა ნინუა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ლამიაში გადავა და ბაჩანა არაბულის გუნდელი გახდება. 22 წლის ნახევამრცველის კარიერა ვერ აეწყო მას მერე, რაც მან დინამო თბილისი დატოვა. პაოკ-მა სეზონის პირველ ნახევარში ნინუა თემურ ქეცბაიას ანორთოსისში გაანათხოვა, თუმცა ნინუას სამ მატჩში ჯამში 86 წუთი დაუგროვდა და ის სალონიკიში დაბრუნდა.

ახლა ნინუა 6-თვიანი იჯარით ლამიაში მიდის, სადაც სათამაშო პრაქტიკის მეტი შანსი ექნება.  22 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში პაოკ-ში 13 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები