Thumbnail

'6 ერში პლეი ოფის მომხრე ვარ' - იტალიის მწვრთნელის სენსაციური განცხადება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

იტალიის ნაკრების ახალზელანდიერი თავკაცი კირან ქრაული აცხადებს, რომ ის 6 ერში ფორმატის ცვლილების მომხრეა, ქრაული მიესალმება თუ აღზევება/გავარდნის სისტემა პლეი ოფის სახით დაწესდება.

იტალიის ნაკრებს ექვს ერში 2015 წლის მერე არ მოუგია და 32-მატჩიანი წაგებათა სერია აქვს, რის გამოც ბევრი სპეციალისტი, მორაგბე და ჟურნალისტი ტურნირზე ფორმატის ცვლილებას ითხოვს. ძირითადი მოთხოვნაა, საქართველოს ნაკრებს მიეცეს შანსი, ექვს ერში თამაში პლეი ოფში დაიმსახუროს. 

იტალიის რაგბის ფედერაცია, რომელსაც ექვსი ერის ორგანიზაციის წილის 1/7 ეკუთვნის, ალბათ, არასდროს მისცემს ხმას პლეი ოფის სისტემის შემოღებას, რადგან ეს გარკვეული რისკია იტალიის ნაკრებისთვის, რომელიც შეიძლება, საქართველოსთან პლეი ოფში დამარცხდეს, თუმცა ნოემბრის ტესტების წინ დანიშნული ქრაული სხვა აზრზეა, ის ცვლილებებს მხარს უჭერს, თუმცა არც მას სჯერა, რომ ეს ოდესმე მოხდება:

"იტალიის მომავალი ექვსი ერის ტურნირზე? ეს ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია და მათ უნდა ჰკითხოთ, მაგრამ თუ ჩემი პირადი მოსაზრება გაინტერესებთ, მე აღზევება/გავარდნის სისტემის მომხრე ვიქნებოდი. ეს პრობლემას მოაგვარებდა, ვინ ითამაშებს ექვს ერზე იტალიაზე უკეთ? არა მგონია, ამ ცვლილებებზე წავიდნენ, რადგან შესაძლოა, ცუდი სეზონი იტალიას კი არა, რომელიმე სხვა ნაკრებს ჰქონდეს და გავარდნა მას მოუწიოს. ხშირად საუბრობენ ამ საკითხზე, მაგრამ მეეჭვება, ოდესმე ცვლილება განხორციელდეს. ჩვენ ამაზე არ ვფიქრობთ და იმედს ვიტოვებთ, ერთ-ორ წელიწადში ისე ვიასპარეზებთ, ამ დისკუსიას აზრს დავუკარგავთ". 

კირან ქრაული ამბობს, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატში გავარდნა, შესაძლოა, იტალიას გამოადგეს კიდეც:

"ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, მაგრამ რაგბი ვითარდება, ყველაფერი ვითარდება. ეს შეიძლება იტალიურ რაგბის წაადგეს კიდეც - მოიგებ რამდენიმე თამაშს და ისევ დაბრუნდები 6 ერში. ეს გუნდს თვითრწმენას შემატებდა. როცა თამაშებს ვერ იგებ, ძალიან გიჭირს - უბრალოდ, "გავიწყდება", რას ნიშნავს გამარჯვება. ჩვენ უბრალოდ ვერ ვიგებთ 6 ერის მატჩებს, მაგრამ ბოლო წუთებამდე ვიბრძვით. შესაძლოა, იტალია იმიტომ აგებს, რომ ის ბოლომდე არწაგებას ცდილობს და მოგებაზე არ თამაშობს".

2022 წელს ექვს ერს იტალიის ნაკრები საფრანგეთთან საგარეო მატჩით ხსნის, შემდეგ კი რომში ინგლისს მასპინძლობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები