Thumbnail
  • ანტონი მარსიალის ტრანსფერი სევილიამ დაადასტურა
  • 26 წლის ფრანგი ესპანურ გუნდს იჯარით შეუერთდა

საფრანგეთის ნაკრებისა და მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი ანტონი მარსიალი სევილიაში გადავიდა. ანდალუსიურმა კლუბმა ფრანგი შემტევის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

მარსიალმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და სევილიას მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა. ფრანგმა ფეხბურთელმა ინგლისური კლუბი სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო შეიცვალა. მიმდინარე სეზონში მან მანჩესტერში მხოლოდ 11 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

26 წლის თავდამსხმელი იუნაიტედის რიგებში 2015 წლიდან თამაშობდა და 269 თამაშში თავი 79-ჯერ გამოიჩინა. მას საუკეთესო სეზონი 2019/20 წლებში ჰქონდა, როდესაც 48 შეხვედრაში 23 გოლი და 12 საგოლე პასი მიითვალა. მარსიალის საფეხბურთო კარიერა ლიონში დაიწყო, 2013-2015 წლებში კი მონაკოს შემადგენლობაში ირჯებოდა. საფრანგეთის ნაკრებს სევილიას ახალწვეულს 30-ჯერ აქვს ნათამაშები, 2 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

კომენტარები

ბოლო ამბები