- გიორგი შერმადინის კომენტარი ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების შემდეგ
- MVP შერმადინის ორმაგი და სეზონის რეკორდები - ტენერიფემ ჩემპიონთა ლიგაზე მოიგო
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მე-2 ჯგუფურ ეტაპზე, ეგრეთ წოდებულ TOP 16-ში გიორგი შერმადინის ტენერიფემ პირველივე მატჩში გამარჯვება იზეიმა, უნგრული სომბათჰეი სტუმრად 79:73 დაამარცხა. გიორგი შერმადინი მატჩის MVP (29 მ.ქ.კ.) გახდა 19 ქულით, 13 მოხსნით, 1 პასით, 2 დაფარებითა და 2 ჩაჭრით.
გიორგი შერმადინი (ლენოვო ტენერიფე): "ამ დარბაზში პირველად ვითამაშე, აქ საოცარი ხალხია და საოცარი გულშემატკივრობა სცოდნიათ. მეტოქეს რამდენიმე მოთამაშე აკლდა, მაგრამ მაინც ბოლომდე გვებრძოლა. ვულოცავ ჩემს გუნდს TOP 16-ში პირველ გამარჯვებას".
L ჯგუფში ტენერიფე მე-2 მატჩს 1-ელ თებერვალს სტუმრად სტრასბურთან გამართავს.
კომენტარები