Thumbnail
  • რალფ რანგნიკი მანჩესტერს სეზონის ბოლომდე გაწვრთნის, კლუბი მის შემცვლელს ეძებს
  • ინგლისელთა სიაში 4 ვარიანტია - ფავორიტად მაურისიო პოჩეტინო სახელდება

მანჩესტერ იუნაიტედში რალფ რანგნიკის შემცვლელის ძებნა უკვე დაიწყეს. მოგეხსენებათ, გერმანელი სპეციალისტი სეზონის ბოლოს მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს და კლუბის მენეჯმენტში გადაინაცვლებს, ამიტომაც, მანკუნიანელებს ზაფხულში ახალი მწვრთნელი ეყოლებათ.

The Athletic-ის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობის მიზანია, რომ მწვრთნელი მიმდინარე სეზონის დასრულებამდე შეარჩიონ, რათა მას მომდევნო სეზონისთვის სატრანსფერო პოლიტიკა დაგეგმოს.

რანგნიკმა მანჩესტერი დეკემბერში ჩაიბარა

წყაროს თანახმად, მანჩესტერელთა სიაში ამჟამად 4 სპეციალისტია - მაურისიო პოჩეტინო, ლუის ენრიკე, ხულიენ ლოპეტეგი და ერიკ ტენ ჰაგი. აღსანიშნავია, რომ ოთხივე მათგანი ამჟამად მუშაობს. პოჩეტინო - პსჟ-ში, ლუის ენრიკე - ესპანეთის ნაკრებში, ლოპეტეგი - სევილიაში და ტენ ჰაგი - აიაქსში. მიუხედავად ამისა, ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა ოპტიმისტურადაა განწყობილი, მათი ფავორიტი კი მაინც პოჩეტინოა, რომლის პარი სენ-ჟერმენიდან შესაძლო წასვლაზე ხმები აქამდეც არაერთხელ გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ იუნაიტედი ინგლისის პრემიერლიგაში 22 მატჩში მოპოვებული 38 ქულით მე-4 ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კი 24 თებერვალს, მადრიდის ატლეტიკოს პლეი ოფის პირველ მატჩში დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები