Thumbnail
  • ქართული კიბერსპორტის ყველაზე მასშტაბური ტურნირი დასრულდა
  • ბოლო გამარჯვებული CS:GO-ში გამოვლინდა
  • ჩემპიონმა გუნდმა PROTOS-მა 6000 ლარი მიიღო

ოლიმპიურ სასახლეში ქართული გეიმინგისთვის უპრეცედენტო ტურნირის, “ევროპაბეთის ზამთრის თასის” დასკვნითი ღონისძიება, გრანდ ფინალი გაიმართა, რომელიც საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაციისა და ევროპაბეთის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად ჩატარდა. საქართველოში მსგავსი მასშტაბის ჩემპიონატი აქამდე არ ჩატარაბულა - ტურნირის საპრიზო ფონდი 100 000 ლარი გახლდათ. პირდაპირი ტრანსლაცია Cyber TV-ის YOUTUBE არხსა და ევროპაბეთის TWITCH-ზე მიმდინარეობდა.

მეტი ამ თემაზე

ბოლო სახეობა, რომელშიც "ევროპაბეთის ზამთრის თასის" გამარჯვებული გამოვლინდა - CS:GO გახლდათ. ქართული გეიმინგის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახეობის გრანდ ფინალში ერთმანეთს UNDEFEATED და  PROTOS დაუპირისპირდნენ. აღსანიშნავია, რომ PROTOS-ის ხუთეული ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე შეიკრა. დაძაბულ და სანახაობრივ ფინალში ჩემპიონობა PROTOS-მა მოიპოვა. ჩემპიონი გუნდი 6000 ლარით დაჯილდოვდა.

"მოგებას ძალიან კარგი გემო აქვს, მითუმეტეს დაძაბული ფინალის გათვალისწინებით. დავიღალეთ, მაგრამ საბოლოოდ მაინც კმაყოფილები დავრჩით, როგორც ჩვენი გუნდის თამაშით, ისე მთელი ტურნირით. დარბაზში ყოფნისას თავი სხვა ქვეყანაში გვეგონა - ადრეც ჩატარებულა ასეთი შეჯიბრი, მაგრამ ასეთი გარემო და მითუმეტეს, ამხელა საპრიზო ფონდი არ ყოფილა. მე პირველად ვითამაშე ლანში და ძალიან მაგარი ემოციები მივიღე. ცხადია, ფულადი პრიზი გეიმერებისთვის დიდი მოტივაციაა, დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ამ ტურნირში მონაწილეობას გაცილებით მეტი ადამიანი მიიღებს," - აღნიშნა გამარჯვებული გუნდის კაპიტანმა ონისე ონიანმა. 

ტურნირმა სტარტი 13 ნოემბერს აიღო და ექვს სახეობაში მიმდინარეობდა - DOTA 2, CS:GO, League Legends, Pubg Mobile, FIFA 22 და TEKKEN 7. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, ჩემპიონატი ორ ნაწილად დაიყო: პირველ ეტაპს საქართველოს ეროვნული ლიგა ერქვა, რომელშიც საუკეთესო გუნდები და მოთამაშეები "ევროპაბეთის ზამთრის" თასზე მოსახვედრად იბრძოდნენ.

ევროპაბეთი და საქართველოს კომპიუტერული სპორტის ფედერაცია პარტნიორები ივლისში გახდნენ. ევროპაბეთის მხარდაჭერით, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ოთხ სახეობაში ჩატარდა და ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება ორმა ქართველმა გეიმერმა მოიპოვა. მათგან ერთი, რატი ნანავა eFootball-ში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

კომპიუტერული სპორტის ფედერაციის გარდა, ევროპაბეთი ასევე თანამშრომლობს ნიჭიერ ქართველ ავტომრბოლელებთან, სანდრო თავართქილაძესთან და დათუნა არჯევანიძესთან, MMA-ს მებრძოლ სოფია ბაღიშვილთან, საკალათბურთო კლუბ ცხუმ-აფხაზეთთან, საქართველოს ჭადრაკის, სპორტული ნარდისა და შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნულ ფედერაციებთან, სტრონგმენ კონსტანტინე ჯანაშიასთან და მოტომრბოლელ გიორგი გახელაძესთან.

კომენტარები

ბოლო ამბები