Thumbnail

NCAA-ის I დივიზიონში წარმატებულად ასპარეზობს ნატალია ოთხმეზურის სამხრეთ იუტას უნივერსიტეტი. "ბიგ სქაის" კონფერენციაში პირველი მარცხის შემდეგ, იუტელებმა ოვერტაიმში ვებერ სტეიტი დაამარცხეს - 85:75. ქართველ მცველს 18 წუთი მიეცა სათამაშო დრო - მან ოთხიდან ორი სამქულიანი ჩააგდო და გუნდს 6 ქულა მოუტანა, მის ანგარიშზეა თითო პასი და ჩაჭრაც. 

სამხრეთ იუტას სეზონში 10-6 ბალანსი აქვს, საკონფერენციო მატჩებში კი - 6-1. 27 იანვარს იუტელები პორტლენდ სტეიტს ეთამაშებიან. შეგახსენებთ, რომ 21 წლის ოთხმეზური პირველი ქართველი ქალი კალათბურთელია ამერიკის კოლეჯთა ლიგის ელიტაში.  

კომენტარები

ბოლო ამბები