Thumbnail

ოპერაციას არ გაიკეთებს - ანსუ ფატი ორი თვე ვერ ითამაშებს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ბარსელონას ფორვარდი ბილბაოსთან მატჩში დაშავდა
  • 19 წლის ფეხბურთელს სავარაუდოდ, 2 თვე გაუცდება

ბარსელონას თავდამსხმელი ანსუ ფატი 6-8 კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს. 19 წლის ფეხბურთელმა ტრავმა ესპანეთის თასზე ბილბაოსთან მატჩში მიიღო, ხოლო კლუბმა და შემტევმა ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ დაზიანებას ქირურგიული ჩარევის გარეშე უმკურნალებენ.

ამგვარად, ანსუ ფატი ოპერაციას არ გაიკეთებს და მარცხენა ბარძაყის მყესის მოშუშებას კონსერვატიული მეთოდით შეეცდება. "მარკას" ინფორმაციით, ფეხბურთელი კლუბის სამედიცინო შტაბის წევრებს შეხვდა, სამიტს ანსუს მამა და მისი აგენტი ჟორჟე მენდეშიც ესწრებოდნენ და მათ ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ ესპანელი ოპერაციას არ გაიკეთებს.

ანსუ ფატის გამოჯანმრთელების პერიოდი 6-8 კვირით განისაზღვრა. მიმდინარე სეზონში ანსუმ ყველა ტურნირზე 10-ჯერ ითამაშა და 5 გოლი გაიტანა, მას გასულ სეზონშიც ტრავმები აწუხებდა, რის გამოც ასევე მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა და მაშინაც თავი 5-ჯერ გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები