Thumbnail
  • მოტორ სიტი 111:122 გრან რაპიდსი
  • ქართველმა კალათბურთელმა თამაშიდან 5-დან 4 სროლა გამოიყენა

გიორგი ბეჟანიშვილის გრანდ რაპიდს გოლდი NBA-ს განვითარების ლიგის (G League) მორიგ მატჩში დეტროიტში ერთ-ერთ ლიდერ მოტორ სიტი კრუიზს ესტუმრა და 122:111 მოიგო, რაშიც თავისი წვლილი ქართველმა კალთბურთელმაც შეიტანა.

გრანდ რაპიდსი ფაქტობრივად მთელი მატჩის განმავლობაში წინ გახლდათ და მართალია, ბოლო მეოთხედი 9 ქულით წააგო, საქმის გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებია.

ბეჟანიშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, მოედანზე გატარებულ 14 წუთში კი აქტიური იყო და 10 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ თამაშიდან 5-დან 4 ტყორცნა გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 5 პერსონალური ფოლი მიიღო.

გრანდ რაპიდს გოლდმა G ლიგის აღმოსავლეთ კონფერენციაში 5 მოგება და 4 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 29 იანვრის დილას კლივლენდ ჩარჯთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები