- ცსკა კალევს ქართველი ფორვარდის გარეშე ეთამაშა
- მარცხი ოლიმპიასთან - შენგელიას 13 ქულა იტალიელებთან
VTB გაერთიანებული ლიგის მე-12 ტურში მოსკოვის ცსკა ტალინის კალევს საქართველოს ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას გარეშე ეთამაშება. მხოლოდ მატჩის წინ გაირკვა, რომ თორნიკე ვერ ითამაშებდა. ცსკა-ს პრესსამსახურმა ეს მოკლედ ახსნა - კალათბურთელს ტრავმა აქვს.
შეგახსენეთ, რომ 21 იანვარს თორნიკე შენგელიამ ევროლიგაზე ოლიმპია მილანოს წინააღმდეგ ითამაშა და გუნდს 13 ქულა და 7 მოხსნა მოუტანა. ქართველმა ლეგიონერმა 27 წუთი გაატარა მოედანზე. ჯერჯერობით, უცნობია, რა სახის და სიმძიმის ტრავმა აქვს ცსკა-ს ქართველ ლეგიონერს.
28 იანვარს ცსკა ევროლიგაზე ყაზანის უნიქსს ესტუმრება. რუსულ გრანდს 12-8 ბალანსი აქვს და მე-7 პოზიციაზეა.
კომენტარები