Thumbnail

დავით ქუბრიაშვილმა კლუბი შეიცვალა - ქართველი მორაგბე ისევ TOP 14-ში ითამაშებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დავით ქუბრიაშვილი კარიერას ისევ საფრანგეთში აგრძელებს
  • ქუბრიაშვილის მომავალი კლუბი გრენობლი იქნება

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი, დავით ქუბრიაშვილი კარიერას გრენობლში გააგრძელებს. გრენობლი TOP 14-ში წელს აღზევდა. ფრანგულმა კლუბმა პლეი ოფში ირაკლი მირცხულავას ოიონას დამარცხება მოახერხა.

ქუბრიაშვილთან ერთად გრენობლში ბექა გიგაშვილი ითამაშებს, რომელიც ამ კლუბის ღირსებას 2017 წლიდან იცავს. ქართველი მორაგბე ბოლოს მონპელიეში თამაშობდა - ქუბრიაშვილი მონპელიესთან ერთად საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

დავით ქუბრიაშვილის კლუბები საფრანგეთში: მასი, ტულონი, სტად ფრანსე, მონპელიე, გრენობლი. ეროვნული ნაკრების კვართით - 43 შეხვედრა და 2 ლელო.

კომენტარები

ბოლო ამბები