Thumbnail
  • TheSportster-ის "შავ სიაში" ზაზა ფაჩულიაც მოხვდა
  • 'ზაზამ გოლდენ სტეიტში თავისი მისია უკვე შეასრულა'

TheSportster მიიჩნევს, რომ ზაზა ფაჩულიას კარიერა NBA-ში დასასრულს მიუახლოვდა. გამოცემამ 10 კალათბურთელი ჩამოთვალა, რომელთაც სეზონი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა ახალ სეზონში მათი ადგილი ლიგაში აღარ იქნება. 

ამ ათეულს TheSportster ზაზა ფაჩულიათი იწყებს:

"გოლდენ სტეიტ უორიორსი NBA-ს ფინალში ზედიზედ მეოთხე სეზონია, რაც თამაშობს. მთლიანად, მთელი გასული სეზონის განმავლობაში და ამ სეზონში, პლეი ოფების დაწყებამდე ზაზა ფაჩულია "მეომრების" სასტარტო ცენტრი იყო.

შარშანდელი კონფერენციის ფინალში მან კავაი ლეონარდთან დაკავშირებულ ეპიზოდში დაგვამახსოვრა თავი, როცა მასთან ორთაბრძოლის შემდეგ ლეონარდმა სერიოზული ტრავმა მიიღო, ხოლო NBA-მ სპეციალური კორექცია შეიტანა წესში და ასეთი დარღვევისთვის სასჯელი გაამკაცრა.

ფაჩულია გასულ სეზონში საშუალოდ 6.1 ქულას აკეთებდა თამაშში, ამ სეზონში კი - 5.4 ქულას. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ფაჩულია გოლდენ სტეიტის სასტარტო ცენტრი გახდა ის არის, რომ იგი დათანხმდა ვეტერანის მინიმალურ კონტრაქტს. მას მერე, რაც გოლდენ სტეიტმა 2016 წელს კევინ დურანტს კონტრაქტი გაუფორმა, კლუბს უბრალოდ აღარ შეეძლო მეტი შეეთავაზებინა ცენტრისთვის.

ბოლო წლებში კლუბში კარგი გამოცდილება მიიღეს ახალგაზრდებმა, ამიტომაც ფაჩულიას საქმე აქ დასრულებულია, ისევე, როგორც მისი კარიერა NBA-ში. 

ვინ შეცვლის ფაჩულიას? - ჯორდან ბელი!

ფაჩულია ბევრს ვერაფერს მატებს გუნდს თუ არ ჩავთვლით კარგ დაცვას ფარქვეშ და მოხსნების სოლიდურ რიცხვს. 

NBA-ში უკვე ისეთი ტენდენციაა, რომ ბევრი გუნდი თამაშობს მაღალი ცენტრის გარეშე. ეს კი ჯორდან ბელის წისქვილზე ასხამს წყალს. ის ტრადიციული გაგებით ცენტრი არც არის, თუმცა საკმაოდ ათლეტურია და შეუძლია ფლანგზე თამაშიც. მოკლედ, ბელი გოლდენ სტეიტის მომავალი სასტარტო "ცენტრია". 

კომენტარები

ბოლო ამბები