Thumbnail

'იცოდე, ესპანეთში გიპოვნი' - ევლოევისა და თოფურიას დაპირისპირება გრძელდება

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი

ილია თოფურიასა და მოვსარ ევლოევს შორის სოციალურ ქსელებში დაპირისპირება გრძელდება - ამჯერად ინგუში მებრძოლი ახალ დონეზე გადავიდა და ილიას სტატუსზე ტვიტერში დაუკომენტარა.

ილია თოფურია: "მოვსარ, გაითვალისწინე, გალიაში ჩაკეტვის შემდეგ ვერავის იმედად ვერ იქნები. შენი დამარცხების დღის პატივსაცემად შავ კოსტიუმს ჩავიცვამ. იმედია, 19 მარტს სრულად ჯანმრთელი იქნები და ამჯერად დაგვენახები მაინც."

მოვსარ ევლოევი: "თუ არ ჩამოხვალ, იცოდე ესპანეთში გიპოვნი! მზად იყავი."

ილია თოფურია: "ჯერ ისევ ლოს ანჯელესში ვარ, 19 მარტს ლონდონში ვიქნები, შენ კი ესპანეთში დაპატიჟებული ხარ, მესტუმრე, როცა გენებოს!"

მოვსარ ევლოევი: "კარგი, ახლა ეგ კოსტიუმი გაიხადე და ბრძოლაზე ფოკუსირდი!"

კომენტარები

ბოლო ამბები