Thumbnail

'სულ ეს ხართ?' - ჯონ ჯონსი ფრანსის ნგანუს ბრძოლას გამოეხმაურა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

დღეს, ფრანსის ნგანუმ UFC-ის მძიმე წონის დივიზიონის ქამარი დაიცვა და ეს განსხვავებულ სტილში, ჭიდაობის გამოყენებით შეძლო. ნგანუს სირილი განთან გამარჯვებას, ტვიტერზე UFC-ის დიდების დარბაზის წევრი - ჯონ ჯონსი გამოეხმაურა.

"ძალიან მიხარია თუ ეს მძიმე წონის დივიზიონის მაქსიმუმია, მაშინ ახალი რეკორდების დამყარების დროა." - წერდა ჯონსი ბრძოლის შემდეგ, რომლის მსუბუქი-მძიმე წონის დივიზიონიდან, მძიმეწონოსნებში დებიუტს ყველა დიდი ინტერესით ელის.

ჯონსი ნგანუს მუდმივად დასცინის, მაგრამ დღეს არც სირილ განი დაინდო "სასაცილოა, როგორი აღფრთოვანებულია ხალხი ახალი მებრძოლით..." - შეგახსენებთ, რომ ჯონ ჯონსი ოქტაგონზე 2020 წლის თებერვლის შემდეგ არ გამოჩენილა, როდესაც უღიმღამო ჩხუბში დომინიკ რეიესი დაამარცხა.

თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ნგანუს კონტრაქტთან დაკავშირებული პრობლემები მოგვარდა და UFC-მ კამერუნელის შენარჩუნება შეძლო, მომავალი ტიტულისთვის ბრძოლა დიდი ალბათობით სწორედ ჯონსის წინააღმდეგ შედგება, რომელიც ეცდება ქამარი მეორე დივიზიონშიც მოიპოვოს.

კომენტარები

ბოლო ამბები