Thumbnail

ყველასთვის მოულოდნელად, ფრანსის ნგანუმ ტიტულის დაცვა ჭიდაობით შეძლო

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ფრანსის ნგანუმ ქამარი შეინარჩუნა
  • განმა მეხუთე რაუნდის ბოლოს სტრატეგიული შეცდომა დაუშვა

UFC-ის მძიმე წონის დივიზიონის ჩემპიონმა, კამერუნელმა ფრანსის ნგანუმ 5-რაუნდიან ბრძოლაში ფრანგი სირილ განი დაამარცხა და კარიერაში პირველად ქამრის დაცვა შეძლო.

პირველი ორი რაუნდი, დგომში ჩხუბის ფონზე სირილ განმა მოიგო, თუმცა მესამე რაუნდიდან ისეთი სცენარი განვითარდა, რასაც არავინ ელოდა - ნგანუმ ჭიდაობა დაიწყო.

ბრძოლის მიწურულს, სირილ განი მტკივნეული ილეთის გაკეთებას ცდილობს

ჭიდაობა და მიწაზე კონტროლი აღმოჩნდა ის ფაქტორები, რის გამოც კამერუნელმა დღევანელი ბრძოლის მოგება შეძლო. "ევოლუცია..." - ეუბნებოდა მას ბრძოლის შემდეგ მისი მეგობარი და ასევე UFC-ის ჩემპიონი კამარუ უსმანი.

მაგრამ მეხუთე რაუნდში, განმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, მოპოვებული "თეიქდაუნის" შემდეგ, კონტროლის ნაცვლად, ნგანუს ფეხზე მტკივნეული ილეთის გაკეთება სცადა, მაგრამ ეს მცდელობა უშედეგო გამოდგა.

კომენტარები

ბოლო ამბები