Thumbnail

'ჩემი სახლის კარი ღიაა' - ევლოევმა ქართველებს მიმართა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

ილია თოფურიასა და მოვსარ ევლოევს UFC 270-ზე უნდა ეჩხუბათ, თუმცა ელოევს კორონ

ავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ბრძოლა ჩაიშალა. თოფურიას მომდევნო მეტოქე კანადელი ჟურდენი იყო, მაგრამ ამჯერად ჯანმრთელობის პრობლემები ილიას შეექმნა და ეს ბრძოლაც გაუქმდა.

ევლოევისა და თოფურია სოციალურ ქსელში აგრძელებენ დაპირისპირებას. მათ ერთმანეთს 19 მარტს ჩხუბი შესთავაზეს, რა ვარიანტზეც ორივე მებრძოლი თანახმაა. ცხადია, ქომაგები ევლოევისა და თოფურიას დაპირისპირებაზე სოციალურ ქსელში უამრავ კომენტარს ტოვებენ, მოვსარმა ქართველებს ინსტაგრამის სთორის საშუალებით მიმართა.

''გამარჯობა, გენაცვალე!!! ძვირფასო ქართველებო, ამას პირადად ნუ მიიღებთ (იგულისხმება თოფურიასა და ელოევის დაპირისპირება). მხოლოდ პატივისცემა გამაჩნია თქვენი ხალხის მიმართ. საქართველოსა და ინგუშეთს ყოველთვის ძმური ურთიერთობა აერთიანებდა. ჩემი სახლის კარი ყოველთვის ღიაა ნებისმიერი ქართველისთვის'', - წერს ელოევი ინსტაგრამის პოსტში.

შეგახსენებთ, რომ ევლოევს კარიერაში 15 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ყველა მოიგო. თოფურიაც დაუმარცხებელია - მას 11 შეხვედრა აქვს მოგებული და აქედან 3-ჯერ UFC-ში გაიმარჯვა. ილიას მსოფლიოს საუკეთესო ორგანიზაციაში იუსუფ ზალალი, დეიმონ ჯექსონი და რაიან ჰოლი ჰყავს დამარცხებული. ისინი ერთმანეთს 22 იანვარს, UFC 270-ის ღონისძიებაზე უნდა შეხვედროდნენ, მაგრამ ბრძოლა ჩაიშალა, რადგან ევლოევს კორონავირუსი აღმოაჩნდა, თუმცა, თოფურიას ამ ვერსიის არ სჯერა.

კომენტარები

ბოლო ამბები