Thumbnail

'შავ კოსტუმს ჩავიცვამ, როცა მოგიგებ' - თოფურიამ ევლოევს პასუხი გასცა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

ილია თოფურიას ბრძოლა შარლ ჟურდენთან UFC-ში ჩაიშალა. ქართველ მებრძოლს წონის კლების დრო ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა, რის გამოც UFC 270-ზე ქართველის ჩხუბი აღარ შედგება. ილია უკვე გამოიწვია მოვსარ ევლოევმა, რომელთანაც ქართველს თავდაპირველად უნდა ეჩხუბა.

ჩაშლილი ბრძოლის შემდეგ, ევლოევმა თოფურიას დასცინა და უთხრა, რომ ბრძოლისთვის ვარდისფერი პიჯაკის წაღება არ დავიწყებოდა, რასაც თოფურიამ კიდევ ერთხელ უპასუხა.

''მოვსარ, გაითვალისწინე, რომ არავინ იქნება შენი დამხმარე, როცა გალიაში ჩაგვკეტავენ. შენი დამარცხების დღის პატივსაცემად შავ კოსტუმს ჩავიცვამ. იმედია, 19 მარტს სრულად ჯანმრთელი იქნები და ამჯერად მაინც გამოჩნდები'', - წერს თოფურია.

შეგახსენებთ, რომ თოფურია დაუმარცხებელია - მას 11 შეხვედრა აქვს მოგებული და აქედან 3-ჯერ UFC-ში გაიმარჯვა. ილიას მსოფლიოს საუკეთესო ორგანიზაციაში იუსუფ ზალალი, დეიმონ ჯექსონი და რაიან ჰოლი ჰყავს დამარცხებული. თოფურიას იმ ვერსიის არ სჯერა, რომ ევლოევს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

კომენტარები

ბოლო ამბები