Thumbnail
  • ამერიკის კოლეჯთა ლიგაში ქართველმა ლეგიონერებმა მორიგი მატჩები გამართეს
  • ნიკა მეცხვარიშვილს შესანიშნავი სეზონი აქვს

ამერიკის საკალათბურთო კოლეჯთა ლიგაში (NCAA) ქართველმა ლეგიონერებმა მორიგი მატჩები გამართეს. 

ნიკა მეცხვარიშვილის ლუიზიანა-მონრო შინ ტროისთან 65:73 დამარცხდა. "სან ბელტის" კონფერენციაში ქართველი ფორვარდის გუნდს 10-9 ბალანსი აქვს და მე-7 პოზიციაზეა. გვახარებს მეცხვარიშვილის კარგი თამაში - ის სასტარტოში არ იყო, მაგრამ 27 წუთში 11 ქულა, 9 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ნიკამ შორი დისტანციიდან ცუდად ისროლა, ხუთივე ააცილა, სხვა მხრივ კი გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მოხსნებით კი ორივე გუნდში საუკეთესო. ლუიზიანა-მონრო ამაღამ სამხრეთ ალაბამას ეთამაშება. 

ზურაბ ჟღენტის ნორზვესტერნ სტეიტი სტუმრად ნიკოლსთან 58:69 დამარცხდა. ქართველ ლეგიონერს 17 წუთში 4 ქულა და თითო მოხსნა და პასი ჰქონდა, მაგრამ მან ბურთი 5-ჯერ დაკარგა. ნორზვესტერნი 3-15 ბალანსით "საუზლენდის" კონფერენციაში ბოლო, მე-8 პოზიციაზეა. ჟღენტის გუნდი ამაღამ ნიუ ორლეანს ეთამაშება. 

ცოტნე ცარციძე

ცოტნე ცარციძის ჩრდილოეთ დაკოტა სტუმრად ორალ რობერტსთან 76:80 დამარცხდა. ცოტნე სასტარტო ხუთეულში იყო, მან 30 წუთში 6 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ნორზ დაკოტას 4-15 ბალანსი აქვს და ის "სამიტის" კონფერენციაში მე-7 ადგილზეა. ქართველი ლეგიონერის გუნდი 22 იანვარს კანზას სიტის ეთამაშება. 

ვილი ისიანის დეტროიტ მერსი გრინ ბეისთან 63:70 დამარცხდა. ვილი სასტარტო ხუთეულში იყო, მან 31 წუთში 6 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა. დეტროიტ მერსი 5-10 ბალანსით "ჰორაიზონის" კონფერენციაში მე-9 ადგილზეა, 22 იანვარს გუნდი ვისკონსინ მილუოკის ეთამაშება. 

ოვერტაიმში მოიგო ალექს მერკვილაძის ლოიოლა მერიმაუნტმა, რომელმაც პეპერდინი 85:80 (71:1) დაამარცხა. მერკვილაძემ მხოლოდ 13 წუთი ითამაშა - 2 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი, მან 5 პერსონალური შენიშვნა მიიღო. "ვესტ კოსტის" კონფერენციაში ლოილას 9-7 ბალანსით მე-6 პოზიცია უკავია და 23 იანვარს სენტ მერის უმასპინძლებს. 

NYACK-მა, რომლის რიგებშიც რევაზ ჩიქოვანი თამაშობს, დომინიკანი 78:70 დაამარცხა. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო, მან 25 წუთში, 8 ქულა, 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. 

ლუკა ავალიანის სევანი ტაიგერსი როდესთან 58:87 დამარცხდა. ქართველი მცველი სასტარტოში იყო, მან 24 წუთში 5 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. 

კომენტარები

ბოლო ამბები