Thumbnail

ბალანსი თანაბარია - ტოჩინოშინმა ოკინოუმის ეფექტურად მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • კოკუგიკანში ჰაცუ ბაშო გრძელდება
  • ტოჩინოშინმა მე-14 დღის ორთაბრძოლა გამართა

ტოკიოში 2022 წლის პირველი ბაშო გრძელდება, რომელიც 34 წლის ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) პროფესიულ კარიერაში რიგით 94-ეა. ყოფილი ოძეკი კარიერის არცთუ საუკეთესო ეტაპზეა, 2021 წელს მან ექვსივე ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა (რაც მას პირველად შეემთხვა) და ახლა დასავლეთის მე-15 მაეგაშირაა.

ლევანი რეიტინგში მხოლოდ 5 სუმოისტს უსწრებს დივიზიონში. ასე რომ, იანვრის ბაშოზე უარყოფითი ბალანსი მისთვის, დიდი ალბათობით, ჯურიოში დაქვეითების ტოლფასი იქნება (მხოლოდ 7-8 ბალანსზე შეიძლება გადაურჩეს მაკუუჩის დივიზიონიდან გავარდნას).

გორგაძემ ჰაცუ ბაშოს მე-14 საჭიდაო დღეს ბრძოლა მე-4 მაეგაშირა ოკინოუმისთან გამართა და უვატენაგეს ილეთით გაიმარჯვა. ლევანის ბალანსი 14 დღის შემდეგ 7 მოგება და 7 მარცხია. მისი მეტოქე ბოლო საჭიდაო დღეს მე-2 მაეგაშირა იჩინოჯო იქნება, რომლის ბალანსიც ასევე 7 მოგება და 7 მარცხია.

კომენტარები

ბოლო ამბები