Thumbnail

საქართველოსთან მატჩის წინ - დადებითი კოვიდტესტები აზერბაიჯანის ნაკრებში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

აზერბაიჯანის ფუტსალის ეროვნული ნაკრები საქართველოსთან მატჩის წინ ძირითადი მეკარისა და ერთ-ერთი ნატურალიზებული ბრაზილიელი მოთამაშის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა და ამის მიზეზი კორონავირუსია. 

ევროპის 2022 წლის ჩემპიონატს ნიდერლანდები მასპინძლობს, D ჯგუფის შეხვედრა კი, რომელშიც საქართველო და აზერბაიჯანი შეხვდებიან, გრონინგენში 22 იანვარს გაიმართება. ტურნირში სასტარტო მატჩის წინა დღეს აზერბაიჯანელთა გუნდის პირველ მეკარე როვშან ჰუსეინლისა და წინა ხაზის მოთამაშე გალოს COVID-19-ის სწრაფ ტესტზე დადებითი პასუხები ჰქონდათ. 

როგორც haqqin წერს, ჰუსეინლისა და გალოს, რომლებიც სასტუმროში კარანტინში იმყოფებიან, მატჩის წინა დღეს ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღიათ. ამ მოთამაშეთა PCR-ტესტების პასუხები ცნობილი შაბათს დილით გახდება და თუკი ისინი უარყოფითი აღმოჩნდება, ჰუსეინლისა და გალოს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაშის უფლებას მხოლოდ ამ შემთხვევაში მისცემენ.

როვშან ჰუსეინლის თამაში საქართველოს ნაკრებთან საეჭვოა

საქართველოს და აზერბაიჯანის ნაკრებების გარდა, ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფში ასევე გამოდიან ესპანეთისა და ბოსნია-ჰერცოგოვინის ნაკრებები. 1/4-ფინალის საგზურებს პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები მიიღებენ. 

კომენტარები

ბოლო ამბები