Thumbnail

მე-6 გამარჯვება ჰაცუ ბაშოზე - ტოჩინოშინმა დადებითი ბალანსის შანსი შეინარჩუნა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) ჩიომარუ იორიკირით დაამარცხა
  • ქართველ სუმოისტს კაჩი-კოშისთვის ორივე დარჩენილი ბრძოლის მოგება სჭირდება

იანვრის ბაშოს მე-13 საშეჯიბრო დღეს ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და კაჩი-კოჩის დაფიქსირების შანსი შეინარჩუნა.

ტოჩინოშინი მე-13 მაეგაშირა ჩიომარუს გაეჯიბრა, რომელიც დოჰიოდან იორიკირის ილეთით გადაიყვანა და გამარჯვება იზეიმა. ამგვარად, ლევანს 6 მოგების საპირისპიროდ 7 წაგება აქვს და ჯერ ისევ უარყოფით ბალანსზეა, მაგრამ ჰაცუ ბაშოს დადებითი ბალანსით დასრულების შანსს ინარჩუნებს.

ქართველი სუმოისტისთვის ახლა ყველა ბრძოლა ფინალის ტოლფასია, რადგან ჰაცუ ბაშოს უარყოფითი ბალანსით თუ დაასრულებს, ჯურიო დივიზიონში დაქვეითება ემუქრება. შესაბამისად, ბოლო ორი ბრძოლა მას მოსაგები აქვს. 22 იანვარს ტოჩინოშინის მეტოქე მე-4 მაეგაშირა ოკინოუმი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები