Thumbnail
  • გოლდენ სტეიტი 117:121 ინდიანა პეისერსი | მატჩის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა
  • გოგა ბითაძემ 31 წუთში 13 ქულა, 9 მოხსნა, 5 პასი და 1 დაფარება დააგროვა
  • ინდიანამ ზედიზედ მე-2 გამარჯვება მოიპოვა და ხასიათი გამოიკეთა

ეს სერიოზული სენსაციაა და რა კარგია, რომ ამ სენსაციის ერთ-ერთი შემოქმედი გოგა ბითაძეც გახდა!

ინდიანა გოლდენ სტეიტთან არ ჰყავდა მაილს ტერნერი, დომანტას საბონისი, მალკოლმ ბროგდონი და არც კარის ლევერტი. მიუხედავად ამისა, პეისერსმა უორიორსის დამარცხება შეძლო - 121:117 ოვერტაიმში! 

ამდენი სტარტერის არყოფნაში, ბითაძეს, როგორც იქნა, ბევრი დრო მისცეს და სასტარტოშიც ათამაშეს და მან დაამტკიცა, რომ შანსს მაშინაც იმსახურებს, როცა ინდიანას საკადრო პრობლემები არ აქვს. გოგამ გოლდენ სტეიტთან 31:21 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა. სამწუხაროდ, მეოთხე მეოთხედში ბითაძემ ტექნიკური ფოლი მიიღო და თამაში დატოვა.

მოკლედ, მის ანგარიშზეა 13 ქულა 9 მოხსნა, 5 პასი და 1 დაფარება. ბითაძემ 8-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 4-ჯერ კი ბურთი შეტევაში მოხსნა. საინტერესოა, რომ მოხსნებში გოგა თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო, ხოლო ორივე გუნდში მხოლოდ კევონ ლუნიმ აჯობა (15). ერთ შემთხვევაში კი ქართველმა ცენტრმა სტეფ კარის დაუფარა!

😎 | გოგა ბითაძე სტეფ კარის წინააღმდეგ 📺 | Indiana Pacers

Posted by popsport on ხუთშაბათი, 20 იანვარი, 2022


ამრიგად, პეისერსმა ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - ლოს ანჯელეს ლეიკერსის შემდეგ გოლდენ სტეიტიც დაამარცხა. ინდიანამ თამაში საფინალო სირენამდე 6 წამით ადრე, ჯრუ ჰოლიდეის სამქულიანით გადაარჩინა, მერე კი ოვერტაიმში მეტოქის დამარცხებაც შეძლო.

ინდიანაში საუკეთესო კრის დუარტე გამოდგა 27 ქულით და 7 მოხსნით, ჯასტინ ჰოლიდეიმ კი 16 ქულა 5 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. უორიორსში სტეფ კარიმ ყველაფერი გააკეთა გამარჯვებისთვის და 44 წუთში 39 ქულსთან ერთად 5 მოხსნა და 8 პასი მიითვალა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ინდანა პეისერსი აღმოსავლეთ კონფერენციაში 17 მოგებით და 29 წაგებით მე-13 ადგილზეა, 23 იანვარს კი დასავლეთ კონფერენციის ლიდერ ფინიქს სანსს შეხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები