Thumbnail
  • ტენერიფე 74:71 ქარშიაქა
  • გიორგი შერმადინის 10 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გიორგი შერმადინის ტენერიფემ თურქულ ქარშიაქას უმასპინძლა. სერიაში ანგარიში 1:1 იყო და ესპანურ კლუბს მეოთხედფინალში გასასვლელად გამარჯვება სჭირდებოდა. ანგარიში 66:66 იყო, როდესაც ჟოან სასტრემ ორი სამქულიანი ჩააგდო და ტენერიფეს 6-ქულიანი უპირატესობა მოუტანა და მეოთხედფინალში გასვლაში დაეხმარა.

ქართველმა ცენტრმა 25:14 წუთი ითამაშა, რა დროშიც 10 ქულა, 9 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. შერმადინმა 6-დან 4 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა და ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, რაც ტენერიფეში საუკეთესო შედეგი იყო.

შერმადინის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მათ გარდა თამაშის უფლება იტალიურმა ტრევიზომ, ბელგიურმა ოოსტენდემ, ფრანგულმა სტრასბურგმა, ისრაელის ჰაპოელ ჰოლონმა და თურქულმა დარუშაფაქამ მოიპოვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები