Thumbnail

ზედიზედ სამი მატჩია, რაც აპოელ-ის 28 წლის თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია მოედნიდან უგოლოდ არ გადის - მან ზედიზედ ომონიას და ახნასს ჩემპიონატში და ოლიმპიაკოსს თასზე გაუტანა. ახნასთან 3:0 მოგებულ შეხვედრაში მან ანგარიში მე-20 წუთზე გახსნა, რის წყალობითაც ის კვიპროსის პირველი დივიზიონის მე-17 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ ქვილითაიას, ბუბა დაუშვილისა და თორნიკე ოქრიაშვილის გუნდმა ბოლო სამივე მატჩი მოიგო, გუნდს 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. მიუხედავად ამისა, აპოელ-ი ჯერ მხოლოდ მე-7 ადგილზეა (23 ქულა), საჩემპიონო რბოლას კი კვიპროსში ექვსი საუკეთესო კლუბი გააგრძელებს. 

I დივიზიონი. მე-17 ტურის სიმბოლური ნაკრები

გიორგი ქვილითაიას ამ სეზონში ოფიციალურ მატჩებში (13 თამაში) 6 გოლი და 2 საგოლე პასი აქვს (აქედან 5 გოლი და 2 ასისტი ჩემპიონატში). 

კომენტარები

ბოლო ამბები