Thumbnail

'ვწუხვართ, მაგრამ სხვა არჩევანი არ გვაქვს' - ჩავი უსმან დემბელეს მომავალზე

  • 24 წლის თავდამსხმელი კატალონიელებთან კონტრაქტს არ ახანაგრძლივებს
  • ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ფრანგი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა 

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ გუნდის თავდამსხმელის უსმან დემბელეს კონტრაქტთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა. ცნობილია, რომ 24 წლის ფრანგი ფეხბურთელი, რომელსაც კატალონიელებთან ხელშეკრულება ამ ზაფხულს ეწურება, მის გახანგრძლივებას არ ჩქარობს, ეს კი ბარსელონაში არ მოსწონთ და მის გაყიდვას აპირებენ.

"მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს. კლუბი მივიდა დასკვნამდე, რომ თუკი ის კონტრაქტს არ გაახანაგრძლივებს, რაღაც უნდა გადაწყვიტოს. დიდხანს ველოდეთ, მოლაპარაკება ხუთი თვე მიმდინარეობდა. მასთან პირდაპირი ვიყავი. ეს რთული და უსიამოვნო ვითარებაა, მაგრამ კლუბის ინტერესები ყველაზე მაღლა დგას. 

დემბელე ან გააგრძელებს კონტრაქტს, ან ბარსა მას გაყიდის. ვარიანტი, რომ ის ტრიბუნაზე გადაინაცვლებს, არ განიხილება. უსმანს დარჩენა სურს, მაგრამ ამისთვის არაფერს აკეთებს. ვწუხვართ, მაგრამ ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს", - აქვეყნებს ჩავის სიტყვებს ესპანური მედია. 

გავრცელებული ინფორმაციით, უსმან დემბელემ ინგლისის პრემიერლიგის კლუბთან შეათანხმა კონტრაქტი, მაგრამ ბარსელონას ზამთარში დატოვება არ სურს. 

უსმან დემბელე ჯერჯერობით ისე ჩავის განკარგულებაშია

ფრანგი თავდამსხმელი ბარსელონას ღირსებას 2017 წლის ზაფხულიდან იცავს, სადაც 130 მილიონი ევროს სანაცვლოდ დორტმუნდიდან გადავიდა. 2021/22 წლების სეზონში ფეხბურთელმა კატალონიური კლუბის მაისურით ყველა ტურნირის 11 მატჩში ითამაშა, გაიტანა 1 გოლი და მითვალა 2 საგოლე პასი. 

კომენტარები

ბოლო ამბები