Thumbnail

როლან გაროსი 2018 | 10-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი ნახევარფინალშია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნადალი 4:6, 6:3, 6:2, 6:2 შვარცმანი
  • დელ პოტრო 7:6, 5:7, 6:3, 7:5 ჩილიჩი

მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა 4 სეტში დაამარცხა არგენტინელი დიეგო შვარცმანი (11) და როლან გაროსის ნახევარფინალში გავიდა - 4:6, 6:3, 6:2, 6:2. 

მატჩი ორი დღის განმავლობაში, 3 საათი და 47 წუთი გაგრძელდა. წინა დღით შეხვედრა 4:6, 5:3-ზე შეჩერდა და დღეს გაგრძელდა. 

გამარჯვებულის ანგარიშზე 1 ეისი, 3 ორმაგი შეცდომა, 9 გამოყენებული ბრეიქ პოინტია 18 შესაძლებელიდან. 

რაფაელ ნადალი საფრანგეთის ღია პირველობის 10-გზის გამარჯვებულია. სხვათა შორის, შვარცმანთან წაგებული სეტი ესპანელისთვის პირველი წაგებული სეტია როლან გაროსზე 2015 წლის შემდეგ. 

რაფაელ ნადალის 37-სეტიანი მოგებათა სერია როლან გაროსზე დიეგო შვარცმანმა შეწყვიტა.

ნახევარფინალში ნადალის მეტოქე არგენტინელი ხუან-მარტინ დელ პოტრო იქნება. მე-5 ნომრად განთესილმა დელ პოტრომ, რომლის თამაშიც ასევე წინა დღეს დაიწყო და დღეს დასრულდა, მე-3 ნომრად განთესილი ხორვატი მარინ ჩილიჩი 4 სეტში დაამარცხა - 7:6 (7:5), 5:7, 6:3, 7:5. 

ხუან-მარტინ დელ პოტრო როლან გაროსის ნახევარფინალში 2009 წლის მერე პირველად გავიდა.

მეორე ნახევარფინალური წყვილი ასეთია - დომინიკ ტიმი მარკო ჩეკინატოს წინააღმდეგ. 

კომენტარები

ბოლო ამბები