Thumbnail
  • რიკარდო კვარეშმა რუსეთში ითამაშებს
  • 34 წლის შემტევი 2003 წლიდან ნაკრების წევრია...

კრიშტიანო რონალდოს გამოჩენამდე, პორტუგალიელების მთავარი იმედი, უნიჭერესი აგალგაზრდა, რონალოდასავით ასევე სპორტიგნელი - რიკარდო კვარეშმა იყო, რომლის კარიერაც ისე ვერ განვითარდა, როგორც ბევრს ეგონა, მაგრამ ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, ტატუებიან კაცს მოსაყოლი მაინც ბევრი ექნება.

მისი კარიერა 2001 წელს ლისაბონის მწვანე მხარეს, სპორტინგში დაიწყო და წარმატებული ორი სეზონის შემდეგ, ახალგაზრდა პორტუგალიელი ბარსელონამ დაიმატა. ბარსაში კვარეშმამ 2003-04 წლების სეზონი ჩაატარა, ისე ცუდად, რომ ვერც 2004-ი წლის 21-წლამდელთა ევროპა ითამაშა და ვერც სამშობლოში გამართული ევრო 2004, სადაც პორტუგალია ფინალში გავიდა.

ბარსადან უკან სამშობლოში გაუშვეს, ამჯერად სხვა ქალაქში და სხვა გუნდის ფორმით - პორტოში მოუწია ყოფნა. კვარეშმა ლუიშ ფელიპე სკოლარის დიდად არ მოსწონდა, ჯერ 2006 მსოფლიო გამოატოვებინა; შემდეგ 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანა, მაგრამ შვეიცარიასთან, არაფრისომცემ მატჩში მისცა თავის გამოჩენის საშვალება.

ევროპის შემდეგ რონალდოს მეგობარს წარუმატებელი პერიოდები ჰქონდა ჯერ ჩელსიში, სადაც განათხოვრების წესით იყო და შემდეგ მილანის ინტერში, სადაც ჟოზე მოურინიოს მაგარი გუნდის უფერული წევრი გახლდათ.

"კრიშტიანო რონალოდ ერთადერთი ადამიანია ფეხბურთში, ვისაც ვაფასებ!" ამბობს კვარეშმა, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდასთან მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებს. "მისაბაძი ადამიანია ჩმეთვის, როცა ტრავმა აქვს, მაინც ნაკრებთან ერთადაა. ასეთი საქციელი ბევრ რამეზე მაფიქრებს, მაგარი კაპიტანი გვყავს!"

► WC 2018 | კრიშტიანო რონალდო და მისი გუნდი! რას ველოდოთ ევროპის ჩემპიონებისგან

ჟოზეს ინტერიდან წასვლის შემდეგ კვარეშმაც გაუშვეს და კარიერა ბეშიქთაშში გააგრძელა, შემდეგ იყო ალ აჰლი, ისევ პორტო და ისევ ბეშიქთაში - 2015 წლიდან ისტანბულის გუნდში თამაშობს და გუნდისთვის შეუცვლელი ფიგურაა.

კვარეშმა კარლოს კეირუშმა 2010 წლის სამხრეთ აფიკის მსოფლიოზე არ წაიყვანა, არც პაოლო ბენტომ მიაქცია ყუარდღება 2014-ში. მიუხედავად ამდენი იმედგაცურებისა, 34 წლის შემტევს მოტიავია არ დაუკარგავს და 2016 წლის ევროპაზე სრულ მზადყოფნაში გამოცხადდა.

საფრანგეთის ევროპის ჩემპიონატი კვარეშმას კარიერაში, ალბათ საუკეთესო მოვლენაა. ტურნირზე თითქმის ყველა მატჩი ითამაშა, ხოლო ხორვატიას, მერვედფინალში 117' წუთზე გმარჯვების გოლი გაუტანა; ასევე, მეოთხედფინალში პოლონეთთან ბოლო, გადამწყვეტი პენალტი შეაგდო.

ფინალში დამტვრეული რონალდო შეცვალა და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ პორტუგალიას და მის მეგობარ დიდ შვიდიანს, ისტორიაში პირველი ტურნირი მოეგოთ. ასაკის მატებასთან ერთად, მისი კარიერაც დასტაბილურდა და დღეს, ნაკრებში დებიუტიდან 15 წლის შემდეგ - 34 წლის ასაკში პირველ მუნდიალზე მიდის...

კომენტარები

ბოლო ამბები