Thumbnail

UFC-ის ქართველი მებრძოლი დოპინგზე ჩავარდა - ზვიად ლაზიშვილი მიზეზს ხსნის

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ზვიად ლაზიშვილის ტესტში აკრძალული ნივთიერება აღმოჩნდა 
  • 30 წლის მებრძოლი დისკვალიფიკაციითა და ჯარიმით დასაჯეს
  • სპორტსმენმა მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა 

UFC-ის მებრძოლი ზვიად ლაზიშვილი დოპინგზე ჩავარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნევადის ათლეტთა კომისია ავრცელებს.

როგორც ირკვევა, 30 წლის ქართველ სპორტსმენს დადებითი პასუხი ანტიესტროგენულ აგენტ კლომიფენზე, 23 ოქტომბერს, ჯონათან მარტინესთან ბრძოლის წინ ჩატარებულ ტესტზე ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ მექსიკელთან გამართული ის ბრძოლა ზვიადმა მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დათმო

ზვიად ლაზიშვილს ცხრათვიანი დისკვალიფიკაციის მოხდა და ასევე, ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევს. ქართველ სპორტსმენს ორთაბრძოლის გამართვა მხოლოდ 24 ივლისის შემდეგ შეეძლება.
 
თავად სპორტსმენმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც მომხდარის მიზეზს განმარტავს. ზვიადის თქმით, ის შეცდომაში მედიკოსმა შეიყვანა, რომელმაც მას მედიკამენტები არასწორად დაუნიშნა.

"ძალიან მოულოდნელი და დაუმსახურებელი იყო ჩემთვის ეს გადაწყვეტილება. ჯანსაღად მოაზროვნე არცერთი ადამიანი მიიღებს გამიზნულად აკრძალულ მედიკამენტს მოსალოდნელი და მით უმეტეს, ასეთი მნიშვნელოვანი ბრძოლის წინ და რისკის ქვეშ არ დააყენებს თავის რეპუტაციას. სამწუხაროდ, რეალობას ვერ გავექცევით და ვერც იმ ზიანს, რომელსაც არაპროფესიონალი და არაკომპეტენტური ადამიანები გვაყენებენ", - წერს ზვიადი.

ზვიად ლაზიშვილის ანგარიშზე MMA-ში 13 მოგება და 1 მარცხია. ქართველ მებრძოლს პროფესიონალურ კარიერაში ერთადერთი წაგება სწორედ UFC-ში შარშან გამართულ სადებიუტო ბრძოლაში ჰქონდა.

კომენტარები

ბოლო ამბები